პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი


“მეგობრობა რის და–ძმობა, როცა ორი სული ერთმანეთს ეხება, მაგრამ ერთ არსებად არ იქცევა, ეს ერთი ხელის ორი თითია.”

“სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა.სიყვარული ზეცაა.”

“ხუროთმოძღვრების დიდი ქმნილებანი იმდენად ცალკე პიროვნებათა ნაწარმოები როდია, რამდენადაც მთელი საზოგადოების ნამოღვაწარი; ისინი უფრო მეტად ხალხის შრომათა და ოფლით არის შექმნილი, ვინემ გენიოსი ადამიანის ზეშთაგონებით.”

“დღესაც ყოველი მეცნიერის ბაგენი, რომელნიც  ქათინაურებს უხვად აფრქვევენ, მეორე სწავლულის მიმართ თაფლგარეული ნაღვლით სავსე ლარნაკია.”

კაცი,რომელიც იცინის


„ბავშვს მინიჭებული აქვს სწრაფად და საბოლოოდ გააქარწყლოს თავისი შთაბეჭდილება-შეგრძნებები. მის შეგრძნებებს უსხლტებიან ცალკეული, სწრაფი, მკრთალი სახეები სამწუხარო მოვლენებისა. თვითონ, თავისი ბავშვური ასაკითა და უსუსურობით ბავშვი დაცულია მეტად რთული სულიერი მღელვარებისგან. იგი, მართალია, შეიგრძნობს  მოვლენებს, მაგრამ თითქმის არაფერს არ უკავშირებს მათ. დიდი ადამიანი კავშირს ეძებს მოვლენათა შორის,  ხოლო ბავშვი ადვილად კმაყოფილდება მისი ნაწილობრივი ახსნა-განმარტებით. სიცოცხლის პროცესი, როგორც რაიმე მთლიანი,  ბავშვის გონების თვალს უფრო გვიან ესახება. როდესაც იმ გამოცდილებას იძენს, რაზედაც უკვე დატრდნობა შეიძლება, მაშინ ფაქტების ცალკეული ჯგუფები უპირისპირდებიან ერთმანეთს, მომწიფებული ნათლითმოსილი გონება მათ ურთიერთს ადარებს; ბავშვობაში  ნახულის მოგონება ყველა განცდაზე ზემოთ ამოტივტივდება და თავს იჩენს ხოლმე, როგორც პალიმფსესტი უახლესი ნაწერის ქვემოდან; მოგონებები დასაყრდებ წერტილად იქცევიან ხოლმე ლოგიკისათვის, და რაც ბავშვის გონებაში შთაბეჭდილების სახით იყო,  დიდი ადამიანის შემეცნებაში სილოგიზმი ხდება. თუმცა გამოცდილება სხვადასხვანაირია, სასარგებლოცა ხდება და საზიანოც. დამოკიდებულია ადამიანის ბუნებისგან. კარგი ბუნება მწიფდება, ცუდი კი იხრწნება.“

„ბავშვისთვის უცნობია ციხის კარის გატეხვის ისეთი საშუალება, რომელსაც თვითმკვლელობა ეწოდება.“

„როდესაც მარტოდმარტო ადამიანი ხმამაღლა ლაპარაკობს,ეს იგივეა,ვითომ ღმერთთან საუბრობდეს,ღმერთთან, რომელიც ჩვენშივე არსებობს.“

„ხნიერი ადამიანის მხრებში მოხრილობა მისივე განვლილი წლების ტვირთია.“

„მოხუცი–ეს მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე ნანგრევია.“

„სჯობია ტყეში მშიერმა იარო,ვიდრე სასახლის მფლობელს ემონო.“

„ნუგეში,რითაც უნდა დაკმაყოფილდნენ ისინი, ვისაც არა გააჩნია რა.“

„ჩვენ გვაფრთოვანებს ის,რაც ჩვენთვის მახლობელია.“

„ხალხი ღირსი არ არის,რომ მათში განათლება შეჰქონდეთ, ვინაიდან ხალხი– ეს არის ორივე სქესის უგუნურთა თავმოყრა. ხალხი უწესრიგო თავმოყრაა ხსვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ზნეობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის პირთა ბრბოა, რომელიც ყველა დროის ბრძენ ადამიანებს აშკარად სძულდა, მისი მძვინვარება და დამთხვეულობა სამართლიანად ეზიზღებათ ბრძენთა შორის ყველაზე უფრო თავშეკავებულთაც კი.“

„ღიმილშ რამდენიმედ თანხმობის საწყისებია,მაშინ,როდესაც სიცილი ხშირად უარს გამოხატავს დათანხმებაზე.“

„დასასრულის აუცილებლობა,სწრაფი გადასვლა არსებობიდან არსებობაში,წრთობის ქურის პირდაღებული შესასვლელი,ყოველწამს მოსალოდნელი უფსკრულში გადავარდნა–ასეთია ადამიანის არსებობა.“

„ბავშვებს უნარი არ შესწევთ გონებაში აწონ–დაწონონ ის, რაც მათ ირგვლივ ხდება.“

ბალი გზაჯვარედინია;შესაფერისი გზების გაკვლევა–ამორჩევა ზალიან ძნელია.“

„მაწანწალური ცხოვრება ვადაზე ადრე აბერებს ადამიანს;ხოლო გაჭირვება სახეზე ნაადრევ ნაოჭებს დააჩნევს ხოლმე.“

„ადამიანის სახე ყოველთვის ანარეკლია მისი შინაგანი სულიერი განცდებისა.“

„ყოველი სწავლული ცოტათი უსულგულო გვამს ეწოდება.“

„ადამიანები ოჯახში იგივეა,რაც შავი წერტილები მოქანავე ტალღებზე.“

„არ მოიპოვება ისეთი უკიდეურესი მდგომარეობ,როდესაც ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი გულის სიღრმეში იმედის სხივი არ შეიჭრას.“

ზურგიდან მტერზე დარტყმის მომენტის ლოდინი ლოიალობის ერთ–ერთი გამომჟღავნებაა.“

„მორცხვი კაცი ცალხელაა,ის უფლებას ვერ მოიხვეჭს;ის საჭურისია–ფორტუნას ვერ დაეპატრონება.მოერიდეთ აზიზობა–მოთაკილეობას,იგი თქვენ ბნელ კუნჭულში შეგკუჭნავთ.“

„საზრიანი ადამიანები დაბლიდან მაღლა ადიან,მიამიტები დაბლა რჩებიან.არ უნდა მისცე შენს სინდისს ნება,რომ მიუდგომელი,შეურყეველი იყოს.“

„პრინციპები ბოლოს და ბოლოს ადამიანს უფსკრულში ჩანთქავენ.“

„ცოტა ცუნდრუკად მოაჩვენო თავი და იმავე დროს მიუწვდომელი იყო,ეს იშვიათი რამ ხელოვნებაა.“

„იყო ქალის ცოცხალი სხეული და იყო დედაკაცი ორი სხვადასხვა რამეა.დედაკაცის სუსტი მხარე–სიბრალული,რაც ხშირად სიყვარულში გადაიზრდება ხოლმე.“

„კეთლგონიერება მოითხოვს თვალყური ადევნო,დააკვირდე შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.“

ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი


„ეს საცოდავი ადამიანები!

მთელი მათი გული და სული იქითკენაა მიპყრობილი, რომ ცერემონიების ეთიკა იქნას დაცული. ყოველი კაცი იმის ცდაშია, თუნდაც ერთი ცდითაც წინ წასწიოს თავისი სკამი უფროსისაკენ.

სულელებს ის კი არ ესმით, რომ ხშირად იგი, ვინც პირველ სკამზე ზის, პირველ როლს არ თამაშობს.

ხომ ცნობილია, რომ ზოგ მეფეს მისი მინისტრი მართავს და ზოგი მინისტრი თავისი მდივნის ყურმოჭრილი ყმაა.

მაშ ვინღაა პირველი?

მე მგონია ის, რომელიც ერთბაშად განსჭვრეტს ადამიანებს და მათ ძალებსა და ვნებებს საკუთარი გეგმების შესასრულებლად გამოიყენებს.“

„ჰოი, რა საოცარია ბუნება კაცისა, ბუნებას მისთვის ქენჯნის ნიჭი რომ მიუცია!“

„გაუგებრობა და სიზანტე ამ ქვეყანაზე უფრო მეტს სიავეს წარმოშვებენ ხოლმე, ვიდრე ბოროტება და მუხანათობა.“

„ზოგიერთი წოდების ხალხი შორს იჭერს თავს უბრალო ხალხისგან, რადგანაც მათ ეშინიათ დაახლოებით საკუთარი ღირსების შებღალვისა. ხანდახან მათში გამოერევა მკრეხელი და თაკილობს მდაბიო ხალხთან დაახლოებას, რათა ამგვარად თავის უპირატესობას მკაფიოდ გაუსვას ხაზი.“

„ჩვენი მოდგმის მწარე ხვედრია – ვერ გაგიგოს მოყვასმა შენმან.“

„მხოლოდ ბუნებაა უხვი მასალა, ბუნება ჰქმნის დიად ხელოვანს.“

„ვინც შემოქმედის ნორმების მიხედვით იწვრთნება, იგი უგემურსა და მახინჯს არ წარმოშვებს, როგორც კეთილგონიერ სოციალურ ნორმებზე აღზრდილი ადამიანი არასოდეს ბოროტმოქმედი არ იქნება.“

„ქვეშევრდომებსავით ვექცევით იმათ, ვინც ჩვენი სწორია, ვინც ჩვენ ნიმუშად გამოგვადგება კიდეც.“

„ჩვენივე გულია ჩვენი ბედნიერების ფუძე და ზედსაყრდენი.“

„ამქვეყნად იშვიათად ნახავ ისეთ ადამიანს,რომელსაც – ან ჰო, ან არა ჰქონდეს ლოზუნგად – გრძნობები და საქციელები მრავალფეროვან ვარიაცებში გვხვდებიან, როგორც განსხვავებანი თუნდაც კეხიან ცხვირსა და ჩაჭყლეტილ ცხვირს შორის.“

„უცილოდ შლეგია იგი, ვინც სხვისი გულისთვის ფულსა და პატივს გამოეკიდება, მაშინ როცა მას პირადად არც ერთისათვის ცხელა და არც მეორესათვის.“

„რა ბედენაა ეს ქვეყანა უსიყვარულოდ… იგივეა, რაც ჯადოსნური ლიფლიფა უსინათლოდ.“

„უგუნებობა სხვა არაფერია, თუ არა სიზარმაცის ერთი დარგი.ჩვენ უნდა შეგვწევდეს ნებისყოფა – ჩვენივე ბუნება აღვზარდოთ  და დავგეშოთ.“

„როცა ადამიანი შეუძლოთაა, მაშინ იგი სულიერადაც შეწუხებულია.“

„ჩვენ რომ ალალ – მართალი გულის პატრონები ვიყოთ, რომელიც შეიშნობს და შეიტკბობს სიკეთეს, მაშინ ჩვენ შესაძლებელ გულის შეერთებას და მწუხარებას უფრო ადვილად ავიტანდით.“

„ვნებისგან შეპყრობილი ადამიანი გონიერებას კარგავს ხშირად და ასეთ წუთებში იგი უთანაბრდება შეშლილს.“

„ყოველი რჩეული,რომელსაც რამე დიადი და თვალსაჩინეო რამ შეუქმნია, დასაბამიდან იქმნა გაკიცხული, როგორც ლოთი, თუნდაც შეშლილი.“

„თუ მოწადინება სიძლიერეა,დაგაჭარბება რად უნდა იყოს სისუსტე?“

„ადამიანი ყველა ადამიანია და ის მცირედი შეგნება, რომელიც ზოგიერთს მოეპოვება ცოტათი მეტი, ვიდრე მეორეს, რა ბედენაა იმ წუთებში, როცა ვნება აზვავდება და კაცობრიული გრძნობა გულზე მოასქდება ადამიანს.“

„უეჭველია, არაფერი ისე არ ესაჭიროება ადამიანის  გულს, როგორც სიყვარული.“

„ავტორმა პოეტური ნაწარმოები არ უნდა შეაკეთოს მეორე გამოცემის დროს, თუნდაც ეს რემონტი ტექნიკურად კიდევაც აუმჯობესებდეს ქმნილებას.ეს უთუოდ ავნებს ყოველ წიგნს.“

„ნუთუ ეგეც ბედისწერის ჭირვეულობას უნდა მიეწეროს, რომ ხშირად იგივე, რაც ადამიანის ბედნიერების წყაროდ მიჩნეულია, მისივე უბედურების მიზეზიც ხდება?“

„შლეგო,რეგვენო,ეს შენ გჩვევია ყოველი არსის ზერელედ ჭვრეტა,რადგან შენ თვითონ პატარა ხარ და შეზღუდული.“

„ადამიანის ერთი გასეირნებაც ათი ათას მცირე არსებათ ასალმებს ხოლმე წუთისოფელს. ერთი უხეში ნატერფალიც ჭინჭველების მრავალრიცხოვან ბუდეს სამწუხარო სამარედ აქცევს.“

„ხშირად ვგრძნობთ ჩვენივე ნაკლს, და თანაც გვგონია: რაც ჩვენ გვაკლია, ეს სხვას მოეპოვებაო.და ეს სხვა ჩვენივე წარმოდგენით ხდება იდეალური ღირსებებით დაჯილდოებული ადამიანი. არსებითად კი იგი ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია და სხვა არაფერი.“

„ორდენების და ტიტულების ძებნა გაუგონარი მეძაობაა და თავდამცირება.“

დორიან გრეი(ამონარიდები)


„ადმიანმა ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა შეარჩიოს.“

„რაც უფრო ნაკლებად გულწრფელია ადამიანი და ნაკლებად სწამს იდეა, მით ღირსეულია ეს იდეა, რადგან იგი პიროვნების სურვილს საჭიროებს და ცრურწმენას არ გამოხატავს.“

„სულისა და სხეულის ჰარმონია, ოჰ, რა დიდებულია ეს ყოველივე! ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი უგუნურებით ერთურთს დავაშორეთ ეს ორი, და გამოვიგონეთ ვულგარული რეალიზმი და უშინაარსო, არაფრის მაქნისი იდეალიზმი.“

„მხატვარმა ხელოვნების უბრწყინვალესი ძეგლი ისე უნდა შექმნას, რომ მასში თავისი პირადი ცხოვრებიდან არაფერი შეიტანოს.“

„გენიალობა მშვენიერებაზე დღეგრძელია მუდამ.“

„ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა ის გახლავთ, რომ ადამიანი მის გარდაუვალ ნებას დაემორჩილოს. ხოლო თუ მის წინააღმდეგ შებრძოლებას განიზრახავს, მაშინ აკძალულისადმი სწრაფვით იფერფლება და დაუცხრომლად ესწრაფვის ყოველივე მას, რაც თვითონ მის მიერვე გამონაგონმა კანონმა ბიწიერად და უკანონოდ აქცია.“

„გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს. ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.“

„ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის ის არის, რომ ჟინიანობა ცოტა უფრო ხანგრძლივია.“

„ვისაც სურს ახალგაზრდობა დაიბრუნოს, მხოლოდ ის სისულელეები უნდა გაიმეოროს, რაც ახალგაზრდობაში ჩაუდენია.“

„ჩვენს დროში ხალხმა ყველაფრის ღირიბულება იცის, მაგრამ ფასი კი არ იციან მისი.“

„უსულგულო და თავქარიან ადამიანებად იმათ ვთვლი, რომელთაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებასა და თავდადებას უწოდებენ.“

„ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს გასცეს ისეთი რამ, რის საჭიროებასაც ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.“

„გენიალური ნიჭით დაჯილდოებული მხატვრები, რადგან თავიანთი ხელოვნების სამყაროში ცხოვრობენ, თავისთვად როგორც პიროვნები, სრულიად უინტერესო ადამიანები არიან.“

„სულის განშორება სხეულთან ისეთივე მიუწვდომელი საიდუმლოა, როგორც სულისა და ხორცის მთლიანობა.“

„ცხოვრების წვრილმანებით გონების დატვირთვა ხომ მდარე გემოვნების პირველი ნიშანია.“

„საშუალო მდგომარეობას უნდა ესწრაფვოდეთ, თუ პოპულარობა გწადიათ.“

„თუ ადამიანი მართლა ამაღლდა საკუთარ თვისტომთა შორის რამე გამოსარჩევი თვისებით, რაღა თქმა უნდა, უცილოდ მტრებს იმრავლებს…“

„არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ იმ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთრ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.“

გულივერის მოგზაურობა(ამონარიდები)


„ მე არამც და არამც არ გადავიქცევი ბრმა იარაღად სხვის ხელში, რათა თავისუფალი და მამაცი ხალხი მონებად ვაქციო.“

„ რა დიდი ღვაწლი და დამსახურებაც არ უნდა მიგიძღვოდეს მონარქების წინაშე, თუ ერთხელაც არის ეურჩე მათს ნებასურვილს, და ამით მათი პატივმოყვარეობა შელახე, ვერაფერი გიხსნის.“

„ ჭეშმარიტება, სამართლიანობა, ზომიერება და მსგავსი რამეები ყოველი ადამიანის თვისებაა და, თუ მას თან ახლავს გამოცდილება და კეთილი განზრახვა, მაშინ ისეთ ადამიანს ვერსად იპოვით, რომ თავისი ქვეყნის სამსახურში სასარგებლო და გამოსადეგი არ იყოს.“

„ ადამიანის მორალურ ხარვეზებს ვერასოდეს ვერ შეავსებს მისი ნიჭიერება და ცოდნა.“

„ უცოდინარობით დაშვებულ შეცდომას, თუ იგი კეთილი განზრახვითაა ჩადენილი, ისეთი საბედისწერო შედეგი არასოდეს არ მოჰყვება საზოგადოებისათვის, როგორც მოქმედებას ისეთი პიროვნებისა, რომელიც უგვანობას ბოროტი განზრახვით იდენს და რომელსაც გააჩნია საკმაო ცოდნა და გამოცდილება თავისი ბოროტმოქმედების ჩასადენად, გასამრავლებლად და დასაფარავად.“

„ ვინც გონებას არ ემორჩილება, უფლებაც არა აქვს გონიერ არსებად თვლიდეს საკუთარ თავს.“

„ ადამიანები ითვლება ისეთ ცხოველებად, რომლებსაც მიენიჭა ჭკუა-გონების რაღაც ნატამალი და რასაც ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გავაღრმავოთ ბუნებრივი სიწამხდრე და შევიძინოთ ახალი ბიწიერებანი, რაც ბუნებას არ მოუცია.“

„ ჯარისკაცი ისეთ იაჰუს ეწოდება, რომელიც დაქირავებულია იმ მიზნით, რომ გულცივად ხოცოს რაც შეიძლება მეტი მსგავსი მისნი, რომელთაგანაც არავითარი შეურაცხყოფა არ ახსოვს.“

 

ამონარიდები (რობიზონ კრუზო)


„ რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება,განსაკუთრებით ახალგაზრდობაში,როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზრებას,რასაც,პირიქით,უნდა გაჰყვეს ხოლმე.ცოდვისა არა რცხვენიათ,მონანიებისას კი დაირცხვენენ,არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის,რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ,ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა,რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენმიჩნეულნი.“

„ გონება არის წყარო და არის მათემატიკა, ამიტომ, როცა გონებით განვსაზღვრავთ და განვსჯით ყველაფერს, ავწონ-დავწონით მდგომარეობას, აშკარა გახდება, რომ განსაზღვრული დროის განმავლობაში ყველას შეუძლია ყოველგვარი ხელობა შეისწავლოს.“

„ საგნების სიკარგე ქვეყნად მხოლოდ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად საჭირონი და სასარგებლონი არიან ისინი ჩვენთვის.რამდენი დოვლათიც არ უნდა დავაგროვოთ, ჩვენთვის სიამის მომფენი მხოლოდ ისაა, რისი გამოყენებაც ძალგვიძს.“

„ რაცა მქონდა, იმითი ვიყავი კმაყოფილი და, რაც არ გამაჩნდა, იმაზე არ ვწუწუნებდი. ეს ისეთ იდუმალ შვებასა მგვრიდა, რომ გამოთქმაც მიძნელდება. დე, ყურად იღოს ეს მოწუწუნე ხალხმა, რომელიც არაფრით კმაყოფილი არ არის, არა ტკბება ღვთის ბოძებული მადლით და თვალი იქითკენ გაურბის, რაც ღმერთს არ მიუცია. მთელი ჩვენი უკმაყოფილება უქონლობის გამო, ჩემი აზრით, უმადურებაა: იქიდან გამომდინარეობს, რომ, რაცა გვაქვს, მისი მადლობელი არა ვართ.“

„ ასეა ხოლმე: ვერასოდეს ვერ ვითვალისწინებთ ჩვენი მდგომარეობის ჭეშმარიტ მხარეს, ვიდრე უფრო უარეს დღეში არ ჩავვარდები, და მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ჩვენს ნეტარებას, როცა უკვე დავკარგავთ მას.“

„ ჩვენი დიდი შემოქმედი წყალობას არ აკლებს თავის შექმნილ არსებას! მაშინაც არ გასწირავს, როცა გგონია – ეს არის იღუპებიო! როგორ დაატკბობს ხოლმე იგი განგების სიმწარეს და ჩვენ მისი ქებისა და დიდების მიზეზს გვაძლევს! ეს რა უხვი ტაბლა გამიშალა ამ უდაბნოში, სადაც პირველად შიმშილისა და დაღუპვის მეტი არაფერი ჩანდა!“

„ რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გავურბივართ უბედურებას, გვეშინია, ყოველნაირად ვცდილობთ თავი დავაღწიოთ, მაგრამ, როდესაც მაინც დაგვატყდება თავს, ხშირად თვითონვე აღმოჩნდება ხსნის ერთადერთ გზად თუ საშუალებად და სწორედ მისი დახმარებით დავაღწვთ თავს მთელს ჩვენს განსაცდელს.“

„ უბედურების მოლოდინი უფრო მწარეა, ვიდრე თვით უბედურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო აღარ უჩანს ამ განსაცდელსა და შიშს.“

 

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა(ამონარიდები)


„ბახას ქეიფის ყურება უყვარდა,მას მთვრალი ხალხი უფრო აინტერესებდა,ვიდრე ფულის მოგება,რომ მოგეკლათ,ღვინოში წყალს არ გაურევდა,დიდ ცოდვად მიაჩნდა ამ ორი შეურიგებელი სტიქიის ერთ ჭურჭელში მოთავსება,რადგან მათი ნაძალადევი შეუღლების შედეგად ყოველთვის ბეჩავი და უნდილი ბავშვი იბადებოდა.“

„როცა იმანო კასრს კოკას შეუდგამდა ხოლმე,ღვინის ვაჭარ ბახას მართლა უჩნდებოდა ისეთი გრძნობა,თითქოს მის სარდაფში თავშეფარებულ ღვთაებას ძარღვი ეხსნებოდა და იმ ძარღვიდან მოთქრიალებდა ეს ჯადოსნური სითხე,ღვთაებასავით უსასრულო და მარადიული.ღვინის ვაჭარ ბახვას აუღელვებლად არ შეეძლო ეცქირა,როგორ გადადიოდა ღვინო კასრიდან კოკაში,კოკიდან დოქში,დოქიდან ჯამში,ჯამიდან კი სტომაქში.ეს დიდებული,საზეიმო სვლა ერთი ჭურჭლიდან მეორეში,კასრიდან თავდაღწეულ ღვინოს სულის მოსათქმელად,ფეხის გასაშლელად სჭირდებოდა,გზადაგზა ხალისდებოდა,კისკისებდა,ბრწყინავდა,შხეფებს ისროდა და ჯიუტად მიიწევდა წინ საბოლოო მიზნისაკენ,რათა უკანასკნელ წვეთამდე,განურჩევლად გადაეცა ყველა მსურველისათვის თავისი ძალა და სიხალისე და როცა ეს ძალა და სიხალისე ყველას გადაედებოდა ხოლმე,მაშინ ღვინის ვაჭარი ბახა ბედნიერი იყო,ბედნიერი და ამაყი,რადგან ის იყო ამ ძალის პატრონიცა და წარმმართველიც,თითქოს მართლა მისგან გამოდიოდა ეს ყოვლის გარდამქმნელი ძალა,ყველას რომ ალამაზებდა,ათამამებდა და ამდიდრებდა.“