ზებულონი


„ზებულონისთვის  ქალის  იდუმალება  უცხო  და  ხელუხლებელი  რამ იყო, მართალია, ტკბილი  და  ჟრუანტელისმომგვრელი,მაგრამ  ამავე  დროს  უხილავი და  არამიწიერი.“

„ზღაპარი  არსებითად  ყოველთვის  ხელმწიფობისაკენ  მიმავალი  გზაა, ხელმწიფობაზე  უარის  თქმა  კი იმდენად  საოცარი  და  გაუგონარი  ამბავია, კაცი ზღაპარშიაც  ვერ დაიჯერებ.“

„მალე  ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება, და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი.“

„დრო-ჟამი გზასა ჰგავს, მიდის,მიდის, მიდის და მერე უეცრად საითკენღაც მოუხვევს.ოღონდ გზა ჩანს, დრო-ჟამი კი უხილავია და, თუ სიბრძნის შეუცდომელმა ალღომ მისი მოახლოება არ გამცნო, მთავარ გზას ასცდები და ან ხევში გადაიჩეხები ან ტყეში დაიკარგები.“

„სიცილი ისეთი რამ არის, რომელიც ღალატისთანავე უნდა ჩამოგერთვას და სამუდამოდ უნდა აგეკრძალოს.“

„წიგნი ისეთი განძია, ვერა სასწორზე ვერ აიწონება.“

„უფალი ღმერთი ზოგ კაცს სწავლისთვის აჩენს, ზოგს ბრძოლისთვის, ზოგს ღვთისმსახურებისთვის, ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის. რამდენიც რა საქმეა ქვეყნად, კაციც იმდენგვარია.“

„კაცისა შველა ჭირს, თორემ მოკვლა ადვილია.“

„ამ ბნელსა და ავ ქვეყანაზე ზღაპარს რა გააძლებინებს.ადამიანები  კი ცრუ და ორპირები ყოფილან. ცხორების მდინარე ამღვრეულია და შხამიანია.სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა. გველეშაპი ყოველივეს ამღვრევს, ყოველივეს შხამავს.ამიტომ ადამიანებიც ამღვრეულები არიან,შხამიანები, ვერაგები და გაუტანლები…ნადირი სხვაა. ნადირი ალალია, პირდაპირი, არ მოგატყუებს, მახეს არ დაგიგებს, არაფერს დაგიმალავს და გულში იდუმალი და მზაკვრული ზრახვა არ უტრიალებს.“

„ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან? თუ, რაკი შენ მოჰყვები წუწუნს და სხვა კი არა, ეს იმის ნიშანია, შენ გტკივა  და სხვას არა სტკივა?“

„ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა- ჩვენი ფარი.“

„ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება!ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა.გულში გვიან აღწევს.“

„წუთისოფელი ხანმოკლეა. მარტო ცოდვის  დადებას ვასწრებთ. სიკეთის ქმნისთვის დრო აღარ გვრჩება…“

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s