ადრე ამდგომსა კერდღელსა ვერ მოეწევა მწევარიო.
ავია თუ კარგიაო, ქალო, შენი ქმარიაო.
ავი შვილი დედ–მამის მაგინებელიაო.
ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს არც სხვას აჭმევსო.
აპატიეს მელასაო მოუმატა კბენასაო.
ასი ურტყი დავითასა მაინც იტყვის თავისასა.
ბერიკაცი ბერდებოდა, ცხენს უკუღმა შეჯდებოდა.
გველი გარედან არის ჭრელი, ადამიანი შიგნიდანო.
დედაბერმა თქვა: იმდენი ვერ მოვიცალე, რო მომკვდარიყავიო.
ერთმანეთისა ბაძვითა სახლი აივსო ნაგვითა.
ვინ რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო.
ზოგი ჭირი მარგებელიაო.
თევზმა თევზს უთხრა, ცოტა იქით მიიწიეო და –საიტ მივიწიო, ორივე ერთ ტაფაში ვიწვითო.

თუ მასპინძელი არ ლხინობს, სტუმარსაც მოეწყინებაო.
კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალა.
კოდალა სულ აკაკუნებს, მაგრამ მისი აშენებული ვერაფერი ვნახეო.
მამალმა თქვა: მე კი მიყივლია და გათენდება თუ არა, ღმერთმა იცისო.
მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო.
რაც არ მერგება არ შემერგება.
რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო.
სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ბედი შენი.
სახით მღვდელიო, საქმით მგელიო.
უბედურ კაცს ქვა აღმართში მოეწევაო.
ურაკუნე კედელსაო– უქადაგე რეგვენსაო.
ქურდმა ერთი ცოდვა ჰქნა, დამკარგამვა ათასიო.
ეღმერთო ქუხილს გაიგონებსო და ღმერთსაც მაშინ მოიგონებსო.
 გეშინოდეს სირხცვილისა, სიკვდილისა კი არაო.
გამრჯესათვის უსაქმურობა დიდი სასჯელიაო.
გზა ვინც იცის, ფეხს არ წაჰკრავსო.