პაულო კოელიო „ალქიმიკოსი“


ალქიმიკოსი

„როცა  შენს  ირგვლივ  ერთი  და  იგივე  ადამიანები  ტრიალებენ  როგორღაც  თავისთავად  ხდება,  რომ   ისინი  შენს  ცხოვრებაში  იჭრებიან. შერე კი თანდათან  იმასაც  ცდილობენ,  როგორმე  შეგცვალონ  და  მათი სურვილისამებრ  თუ  არ  შეიცვლები, ბრაზდებიან.  ყოველმა  მათგანმა ხომ  ზუსტად  იცის,  როგორ უნდა  იცხოვრო  ამქვეყნად.“

„ტყუილია,  რომ  რაღაც  მომენტში  ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.“

„ადამიანებთან საუბარი ძალიან ძნელია:რაღაცას მოგატყუებენ, შენ კი ზიხარ შეფურთხებულივით და არ იცი, რა უპასუხო.“

„სიყმაწვილეში ყველა ადამიანმა იცის, რა ბედი ელის. ცხოვრების ამ პერიოდში ყველაფერი გასაგებია და ყველაფერი-შესაძლებელი. ამიტომ არ ეშინიათ:ოცნებობენ და ისწრაფიან  იმისკენ, რისი გაკეთებაც სურთ. მაგრამ დროთა განმავლობაში იდუმალი ძალა არწმუნებთ,  რომ ოცნების  ასრულება  შეუძლებელია.“

„სამყაროს სული ადამიანთა ბედნიერებით იკვებება. ბედნიერებით,  მაგრამ,  ამასთან  ერთად,  უბედურებით,  შურითა  და  ეჭვებითაც. ადამიანს მხოლოდ  ერთადერთი  მოვალეობა აკისრია  ამქვეყნად:ბოლომდე  მიჰყვეს  თავის ბედს.“

„ვერავის  შეჰპირდები  იმას,  რაც  არ გეკუთვნის,  ამით  ფლობის  უფლებას  დაკარგავ.“

„სასურველს  რეალობად  მივიჩნევთ  და სამყაროს  ისეთს  კი არ  ვხედავთ,  როგორც  არის,  არამედ  ისეთს,  როგორიც  ჩვენ  გვინდა,  რომ  იყოს.“

„ბოროტება  ის  კი არ  არის,  რაც  ადამიანის ბაგეებს გადაცდება,  არამედ ის, რაც იქიდან გამოდის.“

ზებულონი


„ზებულონისთვის  ქალის  იდუმალება  უცხო  და  ხელუხლებელი  რამ იყო, მართალია, ტკბილი  და  ჟრუანტელისმომგვრელი,მაგრამ  ამავე  დროს  უხილავი და  არამიწიერი.“

„ზღაპარი  არსებითად  ყოველთვის  ხელმწიფობისაკენ  მიმავალი  გზაა, ხელმწიფობაზე  უარის  თქმა  კი იმდენად  საოცარი  და  გაუგონარი  ამბავია, კაცი ზღაპარშიაც  ვერ დაიჯერებ.“

„მალე  ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება, და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი.“

„დრო-ჟამი გზასა ჰგავს, მიდის,მიდის, მიდის და მერე უეცრად საითკენღაც მოუხვევს.ოღონდ გზა ჩანს, დრო-ჟამი კი უხილავია და, თუ სიბრძნის შეუცდომელმა ალღომ მისი მოახლოება არ გამცნო, მთავარ გზას ასცდები და ან ხევში გადაიჩეხები ან ტყეში დაიკარგები.“

„სიცილი ისეთი რამ არის, რომელიც ღალატისთანავე უნდა ჩამოგერთვას და სამუდამოდ უნდა აგეკრძალოს.“

„წიგნი ისეთი განძია, ვერა სასწორზე ვერ აიწონება.“

„უფალი ღმერთი ზოგ კაცს სწავლისთვის აჩენს, ზოგს ბრძოლისთვის, ზოგს ღვთისმსახურებისთვის, ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის. რამდენიც რა საქმეა ქვეყნად, კაციც იმდენგვარია.“

„კაცისა შველა ჭირს, თორემ მოკვლა ადვილია.“

„ამ ბნელსა და ავ ქვეყანაზე ზღაპარს რა გააძლებინებს.ადამიანები  კი ცრუ და ორპირები ყოფილან. ცხორების მდინარე ამღვრეულია და შხამიანია.სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა. გველეშაპი ყოველივეს ამღვრევს, ყოველივეს შხამავს.ამიტომ ადამიანებიც ამღვრეულები არიან,შხამიანები, ვერაგები და გაუტანლები…ნადირი სხვაა. ნადირი ალალია, პირდაპირი, არ მოგატყუებს, მახეს არ დაგიგებს, არაფერს დაგიმალავს და გულში იდუმალი და მზაკვრული ზრახვა არ უტრიალებს.“

„ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან? თუ, რაკი შენ მოჰყვები წუწუნს და სხვა კი არა, ეს იმის ნიშანია, შენ გტკივა  და სხვას არა სტკივა?“

„ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა- ჩვენი ფარი.“

„ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება!ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა.გულში გვიან აღწევს.“

„წუთისოფელი ხანმოკლეა. მარტო ცოდვის  დადებას ვასწრებთ. სიკეთის ქმნისთვის დრო აღარ გვრჩება…“

ვენეციელი ვაჭარი


„ეს ბუნება უცნაურ ხალხს ქმნის.ერთნი მუდამ თვალებს აჭყეტენ, ვით თუთიყუშნი, ხარხარებენ მესტვირის ხმაზე, სხვებს დაძმარული სახე აქვთ და ღიმილის ნიშნად კბილებს ოდნავაც არ აჩენენ.“

„ამქვეყნიურ სიკეთისთვის მეტად ბევრს სწუხართ. წუთისოფელს ის კარგავს სწორედ, ვინც მეტისმეტად ბევრსას ზრუნავს ამ სიკეთისთვის.“

„მე წუთისოფელს იმადა ვთვლი, რაც არის თვითონ;

სცენად, რომელზეც საკუთარი როლი აქვს ყველას.“

„ვინც ზედმეტსა სჭამს, ისევე ავადმყოფობს, ვით იგი, ვინც შიმშილით კვდება. ნამდვილი ბედნიერება-ზომიერებაა.“

„არის ერთგვარი ხალხი ქვეყნად, რომელთა სახეს ბრკე მოსდებია დამყაყებულ ჭაობის მსგავსად. ისინი მუდამ დაჟინებულს დუმილს არჩევენ, რათა ქვეყანა ისეთ აზრში გაახვიონ, თითქოს სიბრძნით, სიდინჯით და ღრმა ჭკუით შემკულნი იყვნენ.“

„მოქცევა რომ ისეთივე ადვილი იყოს, როგორც იმის ცოდნა, თუ როგორ ჯობია მოვიქცეთ, მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ, ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ.“

„კარგი მოძღვარი იგია, ვინც საკუთარ  ქადაგებას  მისდევს.“

„გონებას შეუძლია კანონები დააწესოს სისხლისთვის, მაგრამ დაუდეგარი ბუნება ადამიანისა გადაახტება ხოლმე ყოველგვარ ცივ წესებს.“

„სიჭაბუკე შმაგი კურდღელია, რომელიც გადაევლება ხეიბარი კეთილგონიერების მიერ დაგებულ ხაფანგს.“

„როს ავი სული დაიმოწმებს წმინდანებს, მაშინ ის ღაწვზე ღიმილგადაფენილ ავაზაკსა ჰგავს, ლამაზ ვაშლსა ჰგავს, გულგამომპალს. ეჰ, რა კოხტაა ფარისევლობა შესახედავად.“

„სინდისის ქვეშ, ჩემი სინდისი კაი უსინდისო ვინმეა.“

„ჩვენ დატკბობამდე მეტის გზნებით მივსდევთ საწადელს, დატკბობის შემდეგ კი ნაკლებად გვახარებს იგი.“

„ოქროდ ნუ თვლი სუყველაფერს, რაცა ბრწყინავს,

ეს ბვრჯერ გაქვს გაგონილი, ალბათ, წინათ;

რამდენს თავი და სიცოცხლე გაუწირავს

ჩემი ნახვა დასჯდომიათ ასე ძვირად!

ოქროს კუბო  გაუხდიათ მატლებს ბინად.“

 

„სამკაული ჰგავს მრისხანე ზღვის მაცთურსა ნაპირს,

ბრწყინვალე შარფს ჰგავს, ინდოელის მშვენების მფარავს,

ან, ერთი სიტყვით, ესე ყალბი ჭეშმარიტება

ვერაგი დროის ნიღაბია, რომლითაც ხშირად

მახეს უგებენ თვითონ ბრძენთაც ამა ქვეყნისა.“

 

„ჯერ მეგობრობა და მერე კი საჭიროება.“

„მამის ცოდვა შვილებს მოეკითხება.“

„გუნება _ ქალბატონი ჩვენი ვნების_ ისე გვატარებს, როგორც თვითონ მოესურვება.“

„ნაძალადევი მოწყალება _ რა წყალობაა!

იგი ყველაფერს ისე უნდა ეპკურებოდეს,

როგორც ზეციდან, მონადენი ჟუჟუნა წვიმა

გულმოწყალება ორმაგადაც კურთხეულია:

ნეტარს ჰყოფს თვითონ შემწყალებელს და შეწყალებულს.“

 

რომეო და ჯულიეტა


tumblr_mniezejcLI1s4h2xgo1_500

„ქალები სუსტი ჭურჭლები არიან“.

„სიყვარული შორიდან ჩანს ასეთი ტკბილი,

თორემ ნამდვილად მტარვალია და მწამებელი.“

„ვაგლახ, სიყვარულს ახვეული ხომ აქვს თვალები,

გზას მაინც იგნებს, მაინც ტკბება ჩვენი წვალებით.“

„ტრფობა კვამლია, წარმომდგარი ოხვრით და ხვნეშით,

ხან, თუ აღეგზნო, ცეცხლს აკვესებს მიჯნურთ თვალებში,

თუ გზა დაუხშეს, ცრემლების ზღვად იქცევა მაშინ.“

tumblr_mni7r7Ay611sszb0eo1_500

„ადრე გათხოვილთ მუდამ ადრე ეღებათ ბოლო.“

„მშვენიერება გარეგანი ამაყობს მაშინ,

როდესაც ბურავს სილამაზეს შინაგანს იგი.“

„უფრო მით არის ღირსეული ბევრისთვის წიგნი,

რომ ოქროს ამბავს ოქროსავე ყდები კაზმავებ.“

tumblr_mnhovjJPyW1qdyvy9o1_500

„როდესაც იცი, ვერ იპოვი-ამაოდ ეძებ.“

„განუზომლად დიდი არის კეთილი ძალა

ყოველგვარ ქვასა, მცენარესა თუ ყვავილთ შორის.

ისე არამი არაფერი ცოცხლობს ამქვეყნად,

რამე სიკეთეს არ აძლევდეს თვით დედამიწას.“

„დორბლიანი სიყვარული მასხარასა ჰგავს,ენაგამოგდებული დაძრწის, რომ თავისი ჯოხი სადმე შესჩაროს.“

tumblr_mnh44aNIJM1sspkppo3_500

„გლოვა ზომიერი სიყვარულს ნიშნავს,

ზედმეტი ურვა–ნიშანია ჭკვანაკლებობის.“

„ხშირად მომაკვდავს, სიკვდილის წინ, მოულოდნელად,

მოიცავს ხოლმე სიხარული,რასაც მომვლელნი

სიკვდილისწინა გაელვებას უხმობენ, თურმე.“

tumblr_mni38cG1kr1qd0pdpo1_500

ჯეინ ეარი


“მხოლოდ   უძლურნი   დასტირიან   თავიანთ   დაღუპვას.”

“სიყვარულის   ფულით   შოვნა   ისეთივე   სულმდაბლობაა,  როგორც  მონის ყიდვა.”

“სიბრალული,  ზოგიერთი   ადამიანის   მხრით   მომწამვლელი   და შეურაცხმყოფელი   მოწყალებაა.”

“გრძნობა  გონების   გარეშე   მხოლოდ  სუსტი,  ორჭოლი  ქარია,  მაგრამ  თუ  გონებაც  არ  არის  ნაკარნახევი,  მწვავე და  მძიმე  ხვედრია  ადამანისათვის  გადასატანად.”

“სიყვარული,  რომელიც   ცალმხრივია   და   გაუმხელელი,   თვითონ   სპობს თავის   მასაზრდოებელს – სიცოცხლეს.  გამჟღავნების   შემთხვევაში   კი, თუნდაც   მას   სიყვარულითვე   უპასუხონ,  ის   ემსგავსება   შორს   მოკიაფე სინათლეს,   ტრამალებში   რომ  შეიტყუებს   ადამიანს   და   უკან   დასახევ   გზას   მოუჭრის.”

“ბედისწერა  მხოლოდ  მაშინ  გვწყალობს,  როდესაც  სწორად  წარვმართავთ  ჩვენს  საქმეებს.”

მარტინ იდენი


“სიყვარული ეს არის კოსმოსური გრძნობა, რომლის ძალითაც ქალი და მამაკაცი ქვეყნის დასაბამიდან ერთმანეთისაკენ მიისწრაფიან, რომელიც მეტოქეებით აგზნებულ ირმებს გაზაფხულობით სასიკვდილოდ შეაჭიდებს ხოლმე ურთიერთს და თვით ბუნების ელემენტებსაც კი ერთმანეთის შესარწყმელად აშლის და აღძრავს.”

”ისე გადაიშლებოდა მისი გული მუსიკის მოსმენით, როგორც ყვავილი გადაუშლის გულს მზის სხვივებს.”

”თითქოს აიტაცებდა მას ეს მუსიკა, გააქანებდა და სულთა ბურუსით მოცულ სამეფოში დააქროლებდა, სადაც ბოროტისა და კეთილის მარადიული ჭიდილია.”

”რასაც ცალკეულ ფრაზებსა და სტრიქონებში ჩააქსოვდა, ტკბილი ჰანგივით აჟღერდებოდა, ბუნდოვანი ზმანების მომხიბრალობით გაისრილაებდა. მეტისმეტად მძიმე გამოდგა. სურვილით იტანჯებოდა , რათა ლამაზად გამოეხატა სათქმელი, მაგრამ შეუკოწიწებელი პროზაულუ ფრზები გამოდიოდა. ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე თავისი ლექსების ნაწყვეტებს. ზომას კარგად დაეუფლა, რითმსა და რიტმასაც გვარიანად გაართვა თავი, მაგრამ გრძნობდა, რომ ცეცხლი და აღმაფრენა აკლდა. ასავალ-დასავალს, სასოწარლვეთილი, იმედგაცრუებული და დამარცხებული მოთხრობას მიუბრუნდბეოდა. პროზა აშკარად უფრო ადვილი იყო. ”

”ცაში წმინადანები რაღა თქმა უნდა უმანკო და უბიწო იქნებიან, მაგრამ  ჭუჭყში მოქცეული წმინადანები- აი, ეს არის საკვირველება! და სწორედ ამისათვის ღირს ქვეყნად ცხოვრება, რათა დაინახო, როგორ ამოდის ზნეობრივი სიდიადე უსამართლობის წუმპიდან; შენ თვითონ გაიზარდო და შეხედო სილამაზის პირველ, მკრთალსა და პირუტყვული სიტლანქის უფსკრულისაგან როგორ აღმოცენდება ძალა ჭეშმარიტება, ამაღლებული სულიერი სიფაქიზე.”
” როცა შენი სიყავრულის მჯერა, იმათი მტრობა აღარ მაშინებს. ყველაფერო მოირყევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა. სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია ეს და არა უდღეური, რაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე. ”
” სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი მიღებულ უნდა იქნას, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო. შეყვარებული მას წარმოედგინა ყველაზე უფრო კურთხეულ ქმნილებად ყველა ქმნილებათა შორის, სიამოვნებასა ჰგვრიდა ამ გამოთქმის გახსენება :” და ხელქმნილი მიჯნური, რომელიც ყოველგვარ მიწიერზე მაღლა აჭრილა, სიმდიდრეს, ცოდნას, ქვეყნის აზრს, ხალხის ხოტბას ზემოდან გადმოჰყურებს. თვით სიცოცხლეზე უფრო ამაღლებულა და კოცნისათვის სწირავს სიცოცხლეს.”
“ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო!…”
“სიყვარული გონებაზე მაღლა დგას!…”
“ყველაფერი მოირყვევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა.სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე.”
“სიყვარული უმაღლესი და უძლიერესი ნიჭია ადამიანისა, იგი ამაღლებს მას, ძალასა და მხნეობას მატებს!..”
“ადამიანი უკანასკნელი ეფემერაა!…”
“სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების, გამოუცნობ მიუწვდომელ ქსოვილისა.”
“თქვენ ნამდვილ სიცოცხლეს ელტვით, დიდი თავისუფალი სულები გიზიდავთ, თვალისმომჭრელი პეპლები გჭირდებათ და არა ქინქლები!…”
“უცხო თამაშში არასოდეს პირველი სვლა არ უნდა გააკეთო!…”
“ასეა, ყველა ერთნაირია – თავიანთი პაწაწინა ცხოვრება ერთნაირ პაწაწინა ყალიბებში აქვთ მოქცეული და ყველაფერში ერთნაირად იქცევიან. საწყლები, უბადრუკები, ერთად შეხორხლილან, ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ, რომ სხვის ჭკუაზე იარონ, ისე მოიქცნენ, როგორც სხვას ესიამოვნება, საკუთარი სახე დაუკარგავთ, ნამდვილი ცხოვრება დაუთმიათ, რათა იმ სულელურ ნორმებს მისდიონ, რის მონებადაც გადაქცეულან!..”
“მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!…”
“თუ სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, ის სასიკვდილოდაა განწირული!…”

შაგრენის ტყავი


 

“მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.”

“ადამიანი მუდამ თავის თავს ეწინააღმდეგება,იგი თავის იმედებს ატყუებს თავისი ახლანდელი უბედურებით,ხოლო თავის უბედურებას–მომავლით,რომელიც მას არ ეკუთვნის, და ყველა თავის მოქმედებას მერყეობისა და სისუსტის ნიშანს აჭდობს.ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი გარდა უბედურებისა.”

“ადამიანი მეტისმეტად უბედური უნდა იყოს, რათა შებრალება გამოიწვიოს, ან მეტისმეტად სუსტი,რათა თანაგრძნობა  გააღვიძოს, ან მეტისმეტად პირქუში, რათა სულნი შეაშფოთოს.”

“განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო?”

“არის რაღაც დიდი და შემაძრწუნებელი თვითმკვლელობაში.ბევრია ისეთი ადამიანი,რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახფათო,როგორც ბავშვისა,რომელიც ისეთი სიმაღლიდან  ვარდება, რომ არ შავდება; მაგრამ დიდი ადამიანის დასამსხვრევად საჭიროა, რომ იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს,ზეცამდე იყოს  ასული,რაღაც  მიუწვდომელი  სამოთხე  ჰქონდეს  დანახული. შეუბრალებელი  უნდა  იყოს  ქარიშხალი, რომელიც  ადამიანს  აიძულებს სულიერი  მშვიდობა  სთხოვოს  დამბაჩის  ლულას.”

“ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა.”