ვენეციელი ვაჭარი


„ეს ბუნება უცნაურ ხალხს ქმნის.ერთნი მუდამ თვალებს აჭყეტენ, ვით თუთიყუშნი, ხარხარებენ მესტვირის ხმაზე, სხვებს დაძმარული სახე აქვთ და ღიმილის ნიშნად კბილებს ოდნავაც არ აჩენენ.“

„ამქვეყნიურ სიკეთისთვის მეტად ბევრს სწუხართ. წუთისოფელს ის კარგავს სწორედ, ვინც მეტისმეტად ბევრსას ზრუნავს ამ სიკეთისთვის.“

„მე წუთისოფელს იმადა ვთვლი, რაც არის თვითონ;

სცენად, რომელზეც საკუთარი როლი აქვს ყველას.“

„ვინც ზედმეტსა სჭამს, ისევე ავადმყოფობს, ვით იგი, ვინც შიმშილით კვდება. ნამდვილი ბედნიერება-ზომიერებაა.“

„არის ერთგვარი ხალხი ქვეყნად, რომელთა სახეს ბრკე მოსდებია დამყაყებულ ჭაობის მსგავსად. ისინი მუდამ დაჟინებულს დუმილს არჩევენ, რათა ქვეყანა ისეთ აზრში გაახვიონ, თითქოს სიბრძნით, სიდინჯით და ღრმა ჭკუით შემკულნი იყვნენ.“

„მოქცევა რომ ისეთივე ადვილი იყოს, როგორც იმის ცოდნა, თუ როგორ ჯობია მოვიქცეთ, მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ, ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ.“

„კარგი მოძღვარი იგია, ვინც საკუთარ  ქადაგებას  მისდევს.“

„გონებას შეუძლია კანონები დააწესოს სისხლისთვის, მაგრამ დაუდეგარი ბუნება ადამიანისა გადაახტება ხოლმე ყოველგვარ ცივ წესებს.“

„სიჭაბუკე შმაგი კურდღელია, რომელიც გადაევლება ხეიბარი კეთილგონიერების მიერ დაგებულ ხაფანგს.“

„როს ავი სული დაიმოწმებს წმინდანებს, მაშინ ის ღაწვზე ღიმილგადაფენილ ავაზაკსა ჰგავს, ლამაზ ვაშლსა ჰგავს, გულგამომპალს. ეჰ, რა კოხტაა ფარისევლობა შესახედავად.“

„სინდისის ქვეშ, ჩემი სინდისი კაი უსინდისო ვინმეა.“

„ჩვენ დატკბობამდე მეტის გზნებით მივსდევთ საწადელს, დატკბობის შემდეგ კი ნაკლებად გვახარებს იგი.“

„ოქროდ ნუ თვლი სუყველაფერს, რაცა ბრწყინავს,

ეს ბვრჯერ გაქვს გაგონილი, ალბათ, წინათ;

რამდენს თავი და სიცოცხლე გაუწირავს

ჩემი ნახვა დასჯდომიათ ასე ძვირად!

ოქროს კუბო  გაუხდიათ მატლებს ბინად.“

 

„სამკაული ჰგავს მრისხანე ზღვის მაცთურსა ნაპირს,

ბრწყინვალე შარფს ჰგავს, ინდოელის მშვენების მფარავს,

ან, ერთი სიტყვით, ესე ყალბი ჭეშმარიტება

ვერაგი დროის ნიღაბია, რომლითაც ხშირად

მახეს უგებენ თვითონ ბრძენთაც ამა ქვეყნისა.“

 

„ჯერ მეგობრობა და მერე კი საჭიროება.“

„მამის ცოდვა შვილებს მოეკითხება.“

„გუნება _ ქალბატონი ჩვენი ვნების_ ისე გვატარებს, როგორც თვითონ მოესურვება.“

„ნაძალადევი მოწყალება _ რა წყალობაა!

იგი ყველაფერს ისე უნდა ეპკურებოდეს,

როგორც ზეციდან, მონადენი ჟუჟუნა წვიმა

გულმოწყალება ორმაგადაც კურთხეულია:

ნეტარს ჰყოფს თვითონ შემწყალებელს და შეწყალებულს.“

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s