პაულო კოელიო „ალქიმიკოსი“


ალქიმიკოსი

„როცა  შენს  ირგვლივ  ერთი  და  იგივე  ადამიანები  ტრიალებენ  როგორღაც  თავისთავად  ხდება,  რომ   ისინი  შენს  ცხოვრებაში  იჭრებიან. შერე კი თანდათან  იმასაც  ცდილობენ,  როგორმე  შეგცვალონ  და  მათი სურვილისამებრ  თუ  არ  შეიცვლები, ბრაზდებიან.  ყოველმა  მათგანმა ხომ  ზუსტად  იცის,  როგორ უნდა  იცხოვრო  ამქვეყნად.“

„ტყუილია,  რომ  რაღაც  მომენტში  ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.“

„ადამიანებთან საუბარი ძალიან ძნელია:რაღაცას მოგატყუებენ, შენ კი ზიხარ შეფურთხებულივით და არ იცი, რა უპასუხო.“

„სიყმაწვილეში ყველა ადამიანმა იცის, რა ბედი ელის. ცხოვრების ამ პერიოდში ყველაფერი გასაგებია და ყველაფერი-შესაძლებელი. ამიტომ არ ეშინიათ:ოცნებობენ და ისწრაფიან  იმისკენ, რისი გაკეთებაც სურთ. მაგრამ დროთა განმავლობაში იდუმალი ძალა არწმუნებთ,  რომ ოცნების  ასრულება  შეუძლებელია.“

„სამყაროს სული ადამიანთა ბედნიერებით იკვებება. ბედნიერებით,  მაგრამ,  ამასთან  ერთად,  უბედურებით,  შურითა  და  ეჭვებითაც. ადამიანს მხოლოდ  ერთადერთი  მოვალეობა აკისრია  ამქვეყნად:ბოლომდე  მიჰყვეს  თავის ბედს.“

„ვერავის  შეჰპირდები  იმას,  რაც  არ გეკუთვნის,  ამით  ფლობის  უფლებას  დაკარგავ.“

„სასურველს  რეალობად  მივიჩნევთ  და სამყაროს  ისეთს  კი არ  ვხედავთ,  როგორც  არის,  არამედ  ისეთს,  როგორიც  ჩვენ  გვინდა,  რომ  იყოს.“

„ბოროტება  ის  კი არ  არის,  რაც  ადამიანის ბაგეებს გადაცდება,  არამედ ის, რაც იქიდან გამოდის.“

ზებულონი


„ზებულონისთვის  ქალის  იდუმალება  უცხო  და  ხელუხლებელი  რამ იყო, მართალია, ტკბილი  და  ჟრუანტელისმომგვრელი,მაგრამ  ამავე  დროს  უხილავი და  არამიწიერი.“

„ზღაპარი  არსებითად  ყოველთვის  ხელმწიფობისაკენ  მიმავალი  გზაა, ხელმწიფობაზე  უარის  თქმა  კი იმდენად  საოცარი  და  გაუგონარი  ამბავია, კაცი ზღაპარშიაც  ვერ დაიჯერებ.“

„მალე  ხმლისა და შუბის ომი დამთავრდება, და გონების ომი დაიწყება, წიგნიერების ომი დაიწყება, სწავლისა და განათლების ომი.“

„დრო-ჟამი გზასა ჰგავს, მიდის,მიდის, მიდის და მერე უეცრად საითკენღაც მოუხვევს.ოღონდ გზა ჩანს, დრო-ჟამი კი უხილავია და, თუ სიბრძნის შეუცდომელმა ალღომ მისი მოახლოება არ გამცნო, მთავარ გზას ასცდები და ან ხევში გადაიჩეხები ან ტყეში დაიკარგები.“

„სიცილი ისეთი რამ არის, რომელიც ღალატისთანავე უნდა ჩამოგერთვას და სამუდამოდ უნდა აგეკრძალოს.“

„წიგნი ისეთი განძია, ვერა სასწორზე ვერ აიწონება.“

„უფალი ღმერთი ზოგ კაცს სწავლისთვის აჩენს, ზოგს ბრძოლისთვის, ზოგს ღვთისმსახურებისთვის, ზოგს რისთვის და ზოგს რისთვის. რამდენიც რა საქმეა ქვეყნად, კაციც იმდენგვარია.“

„კაცისა შველა ჭირს, თორემ მოკვლა ადვილია.“

„ამ ბნელსა და ავ ქვეყანაზე ზღაპარს რა გააძლებინებს.ადამიანები  კი ცრუ და ორპირები ყოფილან. ცხორების მდინარე ამღვრეულია და შხამიანია.სათავეში გველეშაპი ჩაწოლილა. გველეშაპი ყოველივეს ამღვრევს, ყოველივეს შხამავს.ამიტომ ადამიანებიც ამღვრეულები არიან,შხამიანები, ვერაგები და გაუტანლები…ნადირი სხვაა. ნადირი ალალია, პირდაპირი, არ მოგატყუებს, მახეს არ დაგიგებს, არაფერს დაგიმალავს და გულში იდუმალი და მზაკვრული ზრახვა არ უტრიალებს.“

„ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან? თუ, რაკი შენ მოჰყვები წუწუნს და სხვა კი არა, ეს იმის ნიშანია, შენ გტკივა  და სხვას არა სტკივა?“

„ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა- ჩვენი ფარი.“

„ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება!ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა.გულში გვიან აღწევს.“

„წუთისოფელი ხანმოკლეა. მარტო ცოდვის  დადებას ვასწრებთ. სიკეთის ქმნისთვის დრო აღარ გვრჩება…“

აბიდალმა ბარსელონა დატოვა!!!


აბიდალმა ბარსელონა დატოვა!!!

აბიდალი:„დღეს ცოტა რთული დღე მაქვს. 6 წელი ვითამაშე ბარსაში, ამ წლების მანძილზე ყველაზე ძლიერი გამოცდილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში. მყავდა შესანიშნავი გუნდელები, მსოფლიოში საუკეთესოები. მე აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. დიდი მადლობა მწვრთნელებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს, ასევე ექიმებს და ფიზიოთერაპევტებს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ მძიმე მომენტებში. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ბიძაშვილს, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს. ორი მიზანი მქონდა: პირველი, მებრძოლა, რომ ჩემი შვილებისთვის მეყურებინა როგორ იზრდებოდნენ და მეორე, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემძლებოდა. მინდოდა, რომ ბარსაში გამეგრძელებინა თამაში, მაგრამ კლუბი ამას სხვანაირად უყურებს და მე პატივი უნდა ვცე. სიმართლე რომ გითხრათ, მძიმეა ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრი ვიბრძოლე იმისთვის, რომ აქ შემძლებოდა თამაში. საბოლოოდ 2 გზაა, ან გააგრძელო ან არა, გავაგრძელებ, მაგრამ სხვაგან. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა ძნელი, გამიხარდებოდა, რომ აქ გამეგრძელებინა თამაში, ჯანმრთელობა ამაში ხელს მიწყობს. ძალიან ძნელია დაასრულო კარიერა და ცხოვრება შეცვალო. მინდა, რომ გავაგრძელო თამაში, უნდა ამოვწურო ჩემი კონტრაქტი ბარსასთან. არ მაქვს შემოთავაზებები, დრო მაქვს, რომ დავფიქრდე. დრო მაქვს, რომ ყველაფერი გავაანალიზო, ვფიქრობ, რომ კიდევ 2 წელი შევძლებ თამაშს, 33 წლის ვარ, შემიძლია 35 წლამდე ვითამაშო, შემდეგ ვნახოთ. ექიმებს არ უთქვამთ, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებ და თავი უნდა დავანებო ფეხბურთს, თუ მეტყვიან, მე ამას გავაკეთებ, კლუბმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ისეთი, რასაც მე არ ველოდი.
არ დამავიწყდება ის დღე, როცა თამაშს დავუბრუნდი, არ დამავიწყდება Wembley და არ დამავიწყდება დღევანდელი დღე. მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის ბოლო თამაში, ვნახოთ თუ მისტერი ბოლო წუთებს მათამაშებს კამპ ნოუზე.
მე მივდივარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდები, ძალიან საინტერესო შემოთავაზება გამიკეთა ბარსამ და უნდა დავფიქრდე, დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩემს გვერდით იდგნენ და მხარს მიჭერდნენ, დიდი მადლობა ყველას და visca Barça.“

P.S. ძალიან  დამწყდა გული , მაგრამ ბარსელონასთვის ასე სჯობდა. 100%-ით მჯერა, რომ ისევ დაბრუნდები… წარმატებებს გისურვებ.

აბიდალმა ბარსელონა დატოვა!!!

აბიდალმა ბარსელონა დატოვა!!!

აბიდალმა ბარსელონა დატოვა!!!

აბიდალმა ბარსელონა დატოვა!!!

ვენეციელი ვაჭარი


„ეს ბუნება უცნაურ ხალხს ქმნის.ერთნი მუდამ თვალებს აჭყეტენ, ვით თუთიყუშნი, ხარხარებენ მესტვირის ხმაზე, სხვებს დაძმარული სახე აქვთ და ღიმილის ნიშნად კბილებს ოდნავაც არ აჩენენ.“

„ამქვეყნიურ სიკეთისთვის მეტად ბევრს სწუხართ. წუთისოფელს ის კარგავს სწორედ, ვინც მეტისმეტად ბევრსას ზრუნავს ამ სიკეთისთვის.“

„მე წუთისოფელს იმადა ვთვლი, რაც არის თვითონ;

სცენად, რომელზეც საკუთარი როლი აქვს ყველას.“

„ვინც ზედმეტსა სჭამს, ისევე ავადმყოფობს, ვით იგი, ვინც შიმშილით კვდება. ნამდვილი ბედნიერება-ზომიერებაა.“

„არის ერთგვარი ხალხი ქვეყნად, რომელთა სახეს ბრკე მოსდებია დამყაყებულ ჭაობის მსგავსად. ისინი მუდამ დაჟინებულს დუმილს არჩევენ, რათა ქვეყანა ისეთ აზრში გაახვიონ, თითქოს სიბრძნით, სიდინჯით და ღრმა ჭკუით შემკულნი იყვნენ.“

„მოქცევა რომ ისეთივე ადვილი იყოს, როგორც იმის ცოდნა, თუ როგორ ჯობია მოვიქცეთ, მაშინ სამლოცველოები ტაძრები იქნებოდნენ, ღატაკთა ქოხები დიდებულთა სასახლეებად გადაიქცეოდნენ.“

„კარგი მოძღვარი იგია, ვინც საკუთარ  ქადაგებას  მისდევს.“

„გონებას შეუძლია კანონები დააწესოს სისხლისთვის, მაგრამ დაუდეგარი ბუნება ადამიანისა გადაახტება ხოლმე ყოველგვარ ცივ წესებს.“

„სიჭაბუკე შმაგი კურდღელია, რომელიც გადაევლება ხეიბარი კეთილგონიერების მიერ დაგებულ ხაფანგს.“

„როს ავი სული დაიმოწმებს წმინდანებს, მაშინ ის ღაწვზე ღიმილგადაფენილ ავაზაკსა ჰგავს, ლამაზ ვაშლსა ჰგავს, გულგამომპალს. ეჰ, რა კოხტაა ფარისევლობა შესახედავად.“

„სინდისის ქვეშ, ჩემი სინდისი კაი უსინდისო ვინმეა.“

„ჩვენ დატკბობამდე მეტის გზნებით მივსდევთ საწადელს, დატკბობის შემდეგ კი ნაკლებად გვახარებს იგი.“

„ოქროდ ნუ თვლი სუყველაფერს, რაცა ბრწყინავს,

ეს ბვრჯერ გაქვს გაგონილი, ალბათ, წინათ;

რამდენს თავი და სიცოცხლე გაუწირავს

ჩემი ნახვა დასჯდომიათ ასე ძვირად!

ოქროს კუბო  გაუხდიათ მატლებს ბინად.“

 

„სამკაული ჰგავს მრისხანე ზღვის მაცთურსა ნაპირს,

ბრწყინვალე შარფს ჰგავს, ინდოელის მშვენების მფარავს,

ან, ერთი სიტყვით, ესე ყალბი ჭეშმარიტება

ვერაგი დროის ნიღაბია, რომლითაც ხშირად

მახეს უგებენ თვითონ ბრძენთაც ამა ქვეყნისა.“

 

„ჯერ მეგობრობა და მერე კი საჭიროება.“

„მამის ცოდვა შვილებს მოეკითხება.“

„გუნება _ ქალბატონი ჩვენი ვნების_ ისე გვატარებს, როგორც თვითონ მოესურვება.“

„ნაძალადევი მოწყალება _ რა წყალობაა!

იგი ყველაფერს ისე უნდა ეპკურებოდეს,

როგორც ზეციდან, მონადენი ჟუჟუნა წვიმა

გულმოწყალება ორმაგადაც კურთხეულია:

ნეტარს ჰყოფს თვითონ შემწყალებელს და შეწყალებულს.“

 

რომეო და ჯულიეტა


tumblr_mniezejcLI1s4h2xgo1_500

„ქალები სუსტი ჭურჭლები არიან“.

„სიყვარული შორიდან ჩანს ასეთი ტკბილი,

თორემ ნამდვილად მტარვალია და მწამებელი.“

„ვაგლახ, სიყვარულს ახვეული ხომ აქვს თვალები,

გზას მაინც იგნებს, მაინც ტკბება ჩვენი წვალებით.“

„ტრფობა კვამლია, წარმომდგარი ოხვრით და ხვნეშით,

ხან, თუ აღეგზნო, ცეცხლს აკვესებს მიჯნურთ თვალებში,

თუ გზა დაუხშეს, ცრემლების ზღვად იქცევა მაშინ.“

tumblr_mni7r7Ay611sszb0eo1_500

„ადრე გათხოვილთ მუდამ ადრე ეღებათ ბოლო.“

„მშვენიერება გარეგანი ამაყობს მაშინ,

როდესაც ბურავს სილამაზეს შინაგანს იგი.“

„უფრო მით არის ღირსეული ბევრისთვის წიგნი,

რომ ოქროს ამბავს ოქროსავე ყდები კაზმავებ.“

tumblr_mnhovjJPyW1qdyvy9o1_500

„როდესაც იცი, ვერ იპოვი-ამაოდ ეძებ.“

„განუზომლად დიდი არის კეთილი ძალა

ყოველგვარ ქვასა, მცენარესა თუ ყვავილთ შორის.

ისე არამი არაფერი ცოცხლობს ამქვეყნად,

რამე სიკეთეს არ აძლევდეს თვით დედამიწას.“

„დორბლიანი სიყვარული მასხარასა ჰგავს,ენაგამოგდებული დაძრწის, რომ თავისი ჯოხი სადმე შესჩაროს.“

tumblr_mnh44aNIJM1sspkppo3_500

„გლოვა ზომიერი სიყვარულს ნიშნავს,

ზედმეტი ურვა–ნიშანია ჭკვანაკლებობის.“

„ხშირად მომაკვდავს, სიკვდილის წინ, მოულოდნელად,

მოიცავს ხოლმე სიხარული,რასაც მომვლელნი

სიკვდილისწინა გაელვებას უხმობენ, თურმე.“

tumblr_mni38cG1kr1qd0pdpo1_500

სონეტი 30


შენს მკერდში ძგერენ სიყვარულით დღეს ის გულები,
ქვეყნად ცოცხალი აღარცერთი რომ არ მეგონა…
და მეგობრებიც, საფლავებში ჩაკარგულები,
შენში გაცოცხლდნენ, რომ მათი ხმა კვლავ გამეგონა.

ჰოი რამდენი ცრემლი ცხადად ანდა ფარულად,
თვალს შეჰპარვია საიმათო ხსოვნის ნარჩენად,
დღეს კი ისინი სიკვდილიდან გამოპარულან
ყოფნა-არყოფნის საფიქრალის წარმოსაჩენად.

ახლა შენ ჰგავხარ სიყვარულით სავსე სამარეს _
მე ვინც მიყვარდა, შენი გახდა აწ და მარადის;
მათ მთელი ჩემი საგანძური შენ ჩაგაბარეს
და რაღა მეთქმისი! _ მეც შენი ვარ კუბოს კარამდის…

შენში რომ ვხედავ ჩემთვის ძვირფას ყველა არსებას,
მეც ვნატრობ შენთვის სიცოცხლეს და შენთან მსგავსებას.

29 სონეტი


როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,

როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,

როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა – კვალი,

ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,

იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,

გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,

ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,

ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი, ზოგის წარსული,

მაშინ, ძვირფასო, შენი სახე მომაგონდება

და, გალაღებულს, უბადრუკი ფიქრის შემრცხვება,

საგალობელად გადიქცევა ჩემი გოდება.

და ოცნებების ფრთას გაშლიან ცაში მერცხლებად.

 

ასე ფიქრებში შენი სახე თუ შემეფეთა,

რა ბედენაა, მაშინ ჩემთვის განძი მეფეთა.