ხავი ერნანდესი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსაა” ნაწილი მეოთხე:”პირველი “ხუთიანი” ხავის კარიერაში”


ჟოან მარტინეს ვილასკესმა, ადამიანმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო „ბარსელონას“ მთლიან კანტერაზე, 1997 წლის ივლისში მითხრა, რომ დუბლში პირდაპირ უნდა მოვხვედრილიყავი, „ბარსა C”-ზე „გადახტომით“. რამოდენიმე დღე ამაზე ვსაუბრობდი ვილასთან, ჩემს ქმედებას ვხსნიდი იმით, რომ მზად ვიყავი მეორე გუნდში სათამაშოდ და ჩემი ახალი მწვრთნელი იქნებოდა ხოსე მარია გონსალვო. იმ მომენტში ვილამ არ მითხრა არაფერი, მაგრამ შემდეგ მოგვიანებით გავიგე, რომ ის მზად იყო დუბლის მწვრთნელობისთვის, ბოლო მომენტში კი სერრა ფერერმა ის მაინც ჩამოაქვეითა და „ბარსა C”-ში გაგზავნა. ყოველ შემთხვევაში, დუბლში მარტო არ მიმოგზაურია. მეგზურობა ლუის გარსიამ და ანტონიო იდალგომ გამიწიეს.

 

სანამ წინასასეზონოს დავიწყებდით, გადავიტანე სურეალიზმის მომენტი. ეხლა შეიძლება ეს კარგიცაა, რომ მოხდა, მაგრამ მაშინ ცოტა ტრაგიკომიკურად გამოიყურებოდა. უკვე ვიდექი ავტობუსის კიბეებზე, რომელიც მიდიოდი ვარჯიშზე ანდორაში, როდესაც დამირეკეს კლუბიდან, რომ ვერსად წავიდოდი, სანამ „ბარსასთან“ კონტრაქტს არ მოვაწერდი ხელს. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტ – ნუნესს არ სურდა განმეორებულიყო „ხერარდის საქმის“ ანალოგიური შემთხვევა, რომელიც წავიდა „ვალენსიაში“ უფასოდ, მიზეზი კი მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გახდა. ამიტომ ნუნესი ავალდებულებდა ყველა კანტერანოს პროფესიონალურ კონტრაქტზე ხელის მოწერას. ამ გაუგებრობაში, რომელშიც ჩემთან ერთად აღმოჩნდნენ მარიო და ჟოფრე, დაურეკეს მამაჩემსაც, ის კი რამოდენიმე წუთში უკვე „კამპ ნოუზე“ იმყოფებოდა პრობლემის გადასაჭრელად.

 

ის კი მართალია, რომ ვილასკესამ ხერარდის წასვლის შემდეგ აგვიხსნა სიტუაციები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს მოხდებოდა იქ და იმ მომენტში. ერთადერთი რაც მინდოდა იმ დროს იყო თამაში, ამიტომ გადავდე ყველაფერი და კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ხელი მოვაწერე შეთანხმებას და ოთხი სეზონის მანძილზე ვიქნებოდი „ბარსელონას“ საკუთრება, მექნებოდა ხელფასიც – 4 მილიონი პესეტის სახით, ასევე გაფორმდა დანართი სადაც შესაძლო გახანრძლივებაზე ეწერა. ესეთი მოთხოვნა კლუბს ჰქონდა, მაგრამ ვთვლი, რომ შეიძლებოდა ამ საქმის სხვანაირად მოგვარება.

 

დაიწყო ვარჯიშები ანდორაში და მალევე შევნიშნე, რომ მთლიანად შევაბიჯე პროფესიონალურ ფეხბურთში. პოსანკო, ჩვენი მწრთნელი ფიზიოთერაპიის საქმეში, გვტვირთავდა ბოლომდე: მძიმე წონები და ვარჯიში ბურთის გარეშე. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიძნელდა ამის ატანა, რადგან მოგეხსენებათ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები არასოდეს ყოფილა კარგი. ვიყავი 17 წლის და ჩემი ფიზიკური მდგომარეობა თანატოლებთან შედარებით დაბალი იყო.

 

დუბლში უნდა დამემსხვრია ჩემი მენტალიტეტი. ეს ყველა დამღლელი ვარჯიში იყო კვირის ბოლოს ერთი გასამართი შეხვედრისათვის. ყოველ დღე უნდა დაგემტკიცებინა, რომ შენ ხარ სხვებზე უკეთესი. ჩემს პოზიციაზე იყო დიდი კონკურენცია: მიგელ ანხელი და დე მარსელუსი.

 

 მიგელ ანხელი, დღემდე ჩემი კარგი მეგობარი, მატარებდა თავისი მანქანაზე, „მინიზე“, ვინაიდან ვცხოვრობდი საბადელეში. მანვე მიწოდე ზედმეტსახელი, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე შემრჩა – „პელოპო“. არ დავიწყებ ამ სიტყვის ისტორიულ-ფილოლოგიურ ახსნებს. „პელოპო“ – ეს არის სინონიმი ასეთი მიმართვებისთვის: „ეი შენ“ ან „კოლეგავ“. მოკლედ ეს სახელები ჩემი და გაბრის განუყრელი ნაწილი გახდა. ეხლა გასახდელში უფრო მოკლედ მეძახიან: „პელო“.

ცოტა თემას ავცდით. მოდით დავუბრუნდეთ პერიოდს დუბლში, რომელსაც სულ უფრო ახალი სიურპრიზები მოჰქონდა. აგვისტოს ბოლოს შემატყობინეს, რომ ვან გაალმა შემიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში. ჩემთან ერთად მოხვდნენ სერონი, პუიოლი, კუადრადო, ჟოფრე და რაული. ყველანი 20 წელზე ნაკლების ვიყავით.

 

 ფეხბურთს სკოლის ახალი მმართველი სერა ფერერი ასევე აფასებდა ჩემს შესაძლებლობებს, რადგან მან შემიყვანა თანვისი გუნდის განაცხადშიც. გუნდში, რომელიც მან „კანტერანოებისაგან“ ჩამოაყალიბა. კვირაში ორჯერ, დილის შვიდი საათიდან ვვარჯიშობდით „ოსპიტალეტ ნორდზე“ „მინიზე“ ფერერას დამხმარის – პეპ ალომარას თაოსნობით. ვარაუდობდნენ, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „კანტერის“ ელიტას. უმთავრესი მიზანი კი იყო საუკეთესო გუნდის ჩამოყალიბება. ვიყავით ოცნი, ყველანი „ხუვენილიდან“, „ბარსა C” და „ბარსა B”-დან აყვანილები. ყველაზე პატარა ჩვენს შორის იყო ხარუნა ბაბნგიდა, რომელსაც იმ დროისთვის 15 წელი შეუსრულდა.

 

 ფერერთან ძალიან თბილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. მიუხედავად დიდი მოთხვნილებებისა, ის ჩემს მიმართ სამართლიანი იყო. ამასთან ერთად, მან შეძლო ჩემთვის წლიური პრემიის გამოწერა, მილიონი პესეტი ვარჯიშებისადმი კარგი დამოკიდებილებისათვის.

 

 ოქტომბერში, შესვენებებზე, ნაკრების თამაშის გამო, ჩვენ ვითამაშეთ პირველი გუნდის დარჩენილ ფეხბურთელებთან. ეხლა ვხვდები, რომ არც ისე კარგია, მაგრამ იმ დროისათვის ფრე 2-2 ჩვენთვის გამარჯვების ტოლფასი იყო.

 

 ვან გაალი გამუდმებით განაგრძობდა ფილიალის დაკვირვებას. მისი „მინიზე“ მოსვლა უკვე მიიღებოდა როგორც ნორმალური მოვლენა, ამასთან ერთად ეს იყო უდიდესი მოტივაცია ჩვენთვის. გუნდმა დაიწყო სეზონი მესამე ჩემპიონატში, „სეგუნდა B”-ში.  შემდეგ კი ნელ-ნელა მოვიკრიბეთ ძალები და დეკემბერში უკვე პირველ ადგილს ვიკავებდით.

ამ დროს მამაჩემს დაურეკა კარლეს რეშაკმა, რომელმაც შემომთავაზა სამი თვით იაპონიაში გამგზავრება და „იოკოჰამუ მარინოსში“ თამაში. გამოვიმუშავებდი სუფთად 21 მილიონ პესეტს. როგორც აღმოჩნდა იაპონიიდან გვაკვირდებოდნენ მე, მარიოს და ფილიპს. სერრა ფერერმა კატეგორიული უარით გაისტუმრა: დუბლს ჰქონდა კარგი მიღწევები ჩემპიონატში, ვან გაალს კი ჩვენზე ძალიან კარგი შეხედულებები.

 

მალე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა და მე, მარიოსთან ერთად, გამომიძახეს პირველ გუნდში. განაცხადში მოვხვდით მატჩისა, რომელიც არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყო გუნდითვის. ჩემპიონთა ლიგა, კამპ ნოუ, „ნიუკასლი“. „ბარსელონა“ უკვე ჯგუფურ ეტაპზე იყო ჩარჩენილი. 1997 წლის 26 ნოემბერი! ეს თარიღი ჩემს მეხსიერებაში ცეცხლს ანთებს. პირველად ცხოვრებაში ვიჯექი პირველი გუნდის სათადარიგოთა სკამზე, 29 ნომრიანი მაისურით. ორი ღამე მიყოლებით გავატარე მარიოსთან სახლში, რადგან ის ცხოვრობდა კამპ ნოუსთან ახლოს და დილით ვარჯიშზე მისვლა მიადვილდებოდა. საბოლოოდ ჩვენ მაინც ვერ ვითამაშეთ. ვან გაალმა პირველი გუნდის ფეხბურთელები შეიყვანა შეცვლაზე, ისინი ვისაც ცოტა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

 

დუბლში საქმეები სულ უფრო და უფრო კარგად მიდიოდა. ჩვენ პირველ ადგილს ვინარჩუნებდით, ვიგებდით შეხვედრას შეხვედრაზე და მომავალს ოპტიმიზმით შევყურებდით. იმედი გვქონდა „პლეი-ოფზე“ და რათქმაუნდა ამას ყველაფერს მოყვებოდა კლასის ამაღლება. გონსალვო – მწვრთნელი, რომლის განკარგულებაში იყო დამაჯერებელი მეთოდები კოლექტივის გაერთიანებისა: ყოველ ოთხშაბათს გუნდი ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა.

 

ის გამუდმებით, მთხოვდა, რომ გამეგრძელებინა იგივე შემართებით, ვინაიდან ვიყავი თავდაჯერებული და მქონდა გზა პირველი გუნდისაკენ. სინამდვილეში გონსალო წამდაუწუმ ურჩევდა ჩემზე ვან გაალს და არწმუნებდა, რომ მოეცა ჩემთვის შანსი.

 

„კანტერაში გვეზრდება ახალი გუარდიოლა“. ეს არის პრეზიდენტ ნუნესის სიტყვები რადიო „კატალონიასთან“ ინტერვიუში. ამ სიტყვებმა მიმახვედრეს, რომ საქმე უკეთესობისაკენ მიიწევს. ცოტა ხანში უკვე სახალხო განცხადებას აკეთებს ვან გაალი: „ჩვენ გვყავს შესანიშნავი მოთამაშე, რომლის თამაში ძლიერ წააგავს ამორასა და დე ლა პენის თამაშს.“ ეხლა ამას როგორც უბრალო შექებას, ისე მივიღებ, მაშინ კი ამან უდიდესი გავლენა მახდინა ჩემს ფსიქოლოგიაზე.

 

სიმართლე გითხრათ ჩვენს კანტერის ფეხბურთელებს ძალიან გაუმართლათ, რადგან ვან გაალი კარგად აკვირდებოდა ყველას, ის იყო ჩვენთვის იმედის მომცემი ადამიანი. იგი გამუდმებით გზავნიდა თავის დამხმარეებს: ფრანს ხოეკას, ვან დერ ლემას და ჟოზე მოურინიოს ჩვენი თამაშის დასაკვირვებლად, რათა გაეკონტროლებინა კანტერანოები.


ვცდილობდი დუბლში თამაშზე კონცენტრირებას, მაგრამ ეს ძნელი იყო, რადგან ვვარჯიშობდი პირველ გუნდთან, ამასთან ერთად „ბარსა B” „პლეი-ოფში“ მოხვდა ძლიერ ჯუფში: „კადისთან“, მადრიდის „რეალთან“ და „ლეონესოისთან“. ჩვენ გავედით ბოლოში, „სეგუნდა A”-მდე დარჩენილი იყო ორი მატჩი „რეალთან“.  ისინი ფავორიტებად ითვლებოდნენ, ვინაიდან გვასწრებდნენ 1 ქულით და თუკი „მინიზე“ წავაგებდით მაშინ სუფთა მათემატიკური გამოთვლებით შეგვეძლო „სეგუნდა A”-სთვის გამოშვიდობების ხელი დაგვექნია. თამაშზე გულშემატკივრების ცვენა იყო. „მინი“ გადაივსო. მსაჯის სასტვენთან ერთად გამიჩნდა ისეთი გრძნობა, რომ “Dream Team”-მა გამოიღვიძა. გვქონდა ფაქტიურად ყველაფერი, ყოველ შეტევას ვამთავრებდით გოლით, რამაც მატჩი ნამდვილ ეიფორიად გადაგვიქცია. დავამატებ, რომ პუიოლი თამაშობდა მოტეხილი ხელით, ისმაელი, გაბრი, მარიო და ჟოფრე გუნდში ბრწყინავდნენ. პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 5-0 ჩვენს სასარგებლოდ. გასახდელში მომღიმარები და გახარებულები მივდიოდით. საბოლოოდ მატჩი „ხუთიანით“ მოვიგეთ. ამასთან ერთად მახსოვს ნუნიესას ფანატიზმური აპლოდისმენტები საპატიო სტუმრების ადგილებიდან.

 

ვან გაალმა ვერ შეძლო ამ მატჩზე დასწრება, მაგრამ 1 კვირის შემდეგ ის მოვიდა ჩვენს საყურებლად „ბერნაბეუზე“. მიუხედავად პირველი გამარჯვებისა შინ, თუკი მოწინააღმდეგე სახლში დაგვამარცხებდა, „რეალი“ გაინაღდებდა ადგილს მეორე დივიზიონში. ჩვენ კი ფრეც გვაწყობდა.

 

რამოდენიმე საათით ადრე „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გამაფრთხილა, რომ ვან გაალი თამაშზე იმყოფებოდა და პირველ რიგში ის დამაკვირდებოდა მე. ჩვენ ჩავატარეთ მორიგი სუპერ-მატჩი: 2-0. ვან გაალმა კი იმდენად გახარებულმა აღნიშნა ჩვენი გოლები VIP-ლოჟაში, რომ მადრიდელების პრეზიდენტი იძულებული გახდა დაეტოვა თავისი ადგილი და წასულიყო იქიდან მატჩის დასრულებამდე.

 

დუბლმა სიამაყის კორიდორის გავლით შეძლო „სეგუნდა A“-ში დაბრუნება!

 

ონორე დე ბალზაკი


ონორე დე ბალზაკი (20 მაისი, 1799, ტური – † 18 აგვისტო, 1850, პარიზი), ფრანგი მწერალი. ნამდვილი სახელია ონორე ბალზაკი, ნაწილაკს ” დე”, რომელიც მაღალი დონის წოდებას გამოხატავს, ბალზაკი 1830 წლიდან იყენებს.
მამამისმა, ქ. ტურის მერის თანაშემწემ, გლეხური გვარი მალსა არისტოკრატიულ დე ბალზაკად გადაიკეთა. დედა პარიზის წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო გამოსული. 1803 წლიდან ბალზაკი მიაბარეს ერთ-ერთ პანსიონში, 1807 წლიდან – ვანდომის სასულიერო კოლეჟში. 1814 წელს ოჯახი პარიზში გადასახლდა. ბალზაკი ჯერ ნოტარიუსის კანტორაში მუშაობდა, თან ლიტერატურის ლექციებს ისმენდა სორბონის უნივერსიტეტში, 1816 წელს მამის ნებით სამართლის სკოლაში შევიდა. 1819 წელს დაამთავრა იგი, მაგრამ ოჯახს განუცხადა, რომ მისი მოწოდება ლიტერატურა იყო, განმარტოვდა მანსარდში და წერას შეუდგა.

პირველი ლიტერატურული ცდა – ტრაგედია “კრომველი” (1820) სუსტი აღმოჩნდა. 1822-იდან ბალზაკმა გზა გაიკვლია მკითხველისაკენ: ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე მოდური რომანი, რომლებიც შემდგომ თვითონვე უარყო. ხელმოცარულმა კომერციულ საქმეებს მიჰყო ხელი. ბედი სცადა გამომცემლისა და მესტამბის როლში, მაგრამ ეს ცდაც იმით დამთავრდა, რომ ვალი დაედო, რომელმაც შემდეგ მისი ლიტერატურილი ჰონორარის უდიდესი ნაწილი ჩანთქა. პირველი რომანი, რომელიც ბალზაკმა თავისად აღიარა და საზოგადოებაშიც გახმაურდა, იყო “შუანები” (1829). მას მოჰყვა: “ქორწინების ფიზიოლოგია” (1830), “გობსეკი” (1830), “უცხო შედევრი” (1831), “შაგრენის ტყავი” (1831), “ოცდაათი წლის ქალი” (1831). 1832-იდან ბალზაკმა დაწერა რომანები და მოთხრობები: “სოფლის ექიმი” (1833), “ეჟენი გრანდე” (1833), “სერაფიტა” (1833), “აბსოლუტის ძიება” (1834), “მამა გორიო” (1834-1835), “ცელქი მოთხრობები” (1832-1837)… მან სამწერლო დიდების მწვერვალზე შედგა ფეხი, მცირე ხნით აისრულა კიდეც “ბრწყინვალე ცხოვრების” ნატვრა, ნამდვილი ბალზაკების გერბიც მიითვისა და ნაწილობრივ გოროზი არისტოკრატიული წრეების აღიარებასაც მიაღწია. 1834-იდან ბალზაკმა პერსონაჟთა გამეორება დაიწყო სხვადასხვა ნაწარმოებში: მას მოუმწიფდა გეგმა, თავისი თხზულებებით შეექმნა ერთიანი “ადამიანური კომედია”, რომელშიც 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. 1834 შემდეგ დაიწერა: “გამქრალი ოცნებანი” (1837-1839), “ნუსინგენის სახლი” (1838), “კურტიზანების ბრწყინვალება” (1838), “კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე” (1839-1847), “გლეხები” (1844), “კუზინ ბეტი” (1846), “კუზენ პონსი” (1847) და სხვა. ბალზაკი მწირივით ცხოვრობდა, ალყაშემორტყმული ულმობელი კრედიტორების მიერ, ჩქარობდა შეესრულებინა თავისი გეგმა და ვალებიც გაესტუმრებინა; ამავე დროს, თავს არ ანებებდა სარდინიაში ვერცხლის მადნის მოპოვებისა და პოლონეთ-საფრანგეთს შორის ხე-ტყის აღებ-მიცემობის წამოწყების ფანტასტიკურ პროექტებს. ამ პორობებშე მან გამოიჩინა არაადამიანური შრომისმოყვარეობა, 16-18 საათს მუშაობდა დღე-ღამეში და რკინის ჯანმრთელობა უძილობითა და გადამეტებული ყავის სმით გაინადგურა.
ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა – მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოეგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. შემოქმედებით ბალზაკმა მსოფლიო ლიტერატურაში სათავე დაუდო ახლებურ, მონუმენტურ, კრიტიკულ რეალიზმს. ერთგვარი ავტონომიური ადგილი უკავია ბალზაკის შემოქმედებაში პიკანტური ნოველების კრებულს “ცელქ მოთხრობებს”, ეს არის უბადლო მოვლენა გასული ეპოქების – აღორძინებისა და შუა საუკუნეების – კულტურის შეგრძნების თვალსაზრისით. ბალზაკის შემოქმედებას იცნობენ მთელ მსოფლიოში, იგი მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართულად მის თხზულებათა თარგმნას XX საუკუნის 30-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი გ. ქიქოძემ.

ხავი ერნანდესი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსაა” ნაწილი მესამე:”გუარდიოლას კოპირება”


 

ჟოან ვილა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა იმ დროს, როდესაც ვიყავი 13 წლის და „ინფანტილ B”-დან „ინფანტილ A”-ში გადავედი. ვამაყობ, როდესაც ვაცნობიერებ, რომ რაც კი ვიცი ფეხბურთში, მასწავლა მან. როდესაც ვან გაალი, უკვე პირველ გუნდში გვიხსნიდა „მეოთხე“ და „მეექვსე“ ნომრის მანერებს, ვხვდებოდი, რომ ამას ყველაფერს ჯერ კიდევ ვილასთან ერთად ვაკეთებდი. ის იყო ნამდვილი ექსპერტი ფეხბურთის სფეროში, იმ დროისთვის კი ვილა გამუდმებით რაღაც ახალს სწავლობდა. ყველასთან, ვინც კი „ვილას სკოლა“ გაიარა, რაღაც ნაკვალევი დარჩა. და ეს საოცარია, ვილას ამის გასაკეთებლად საერთოდ არ დასჭირვებია ჩხუბი და ყვირილი. ის იყო შესანიშნავი ადამიანი, ამასთან ერთად მაქსიმალურად მომთხოვნი. დღემდე მახსოვს მისი მოთხრობები, რომლებიც მას ვარჯიშზე გადახდომია ოდესღაც. ხანდახან ეს მოთხრობები ორ საათს გრძელდებოდა. ვსაუბრობდით ყველაფერზე. ვაანალიზებდით მოქმედებებს დაცვაში, შემდეგ დღეს უკვე კუთხურის მოწოდებებს, ნახევარმცველების მოძრაობებს და ასე შემდეგ… ამ თეორიას ვამუშავებდით პრაქტიკაში, რადგან ჟოან ვილა თვლიდა, რომ პრაქტიკამდე ადამიანი კარგი თეორიული ცოდნით უნდა მივიდეს.

 

ვილასთან გავატარე ოთხი წელი: „ინფანტილ A”-დან „ხუვენილ A”-მდე, სწავლაში და სასიამოვნო ცხოვრებაში. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჟოან ვილა ჩემი მეორე „საფეხბურთო მამაა“. არ ვიცი რატომ არ დარჩა ის „ბარსაში“. ალბათ ჰქონდა რაიმე პირადი მიზეზები სკოლის დატოვებისა. მისი წასვლით ბევრი რამ დავკარგე. ვილა – ეს „ბარსაა“! მის ვენებში „ლურჯ-ბროწეულისფერი“ სისხლი ჩქეფდა.

 

ვილამ მასწავლა ჯარიმების შესრულება. „შენ მხოლოდ ერთი შეხების შანსი გაქვს“ – მიმეორებდა ის მე, როდესაც ვარჯიშებზე ჯარიმებს ვამუშავებდით. „პასის დროს არასდროს არ ააგდო ბურთი მაღლა. მიეცი ძირს გაგორებული და სწორი გადაცემები. შენი ბურთი ბალახიდან მაქსიმუმ 3 სანტიმეტრზე უნდა იწეოდეს.“ ყოველ დღე ვიგებდი რაიმე ახალს.

 

მაგრამ, ვთვლი, რომ ვილაზე უფრო მნიშვნელოვანი პერსონებიც იყვნენ ჩემს კარიერაში, რომელმაც ჩემში უცებ დაინახა პოტენციური მოთამაშე. ჩემს პირველ დებულებაში, ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, უკვე ეწერა: „ვფიქრობ, რომ თუ მის ფიზიკურ ხარისხს გავაუმჯობესებთ, როგორც სიჩქარე და მოქნილობა, და სწორად მივუდგებით მასთან მუშაობას, ჩვენ მივიღებთ ახალ გუარდიოლას“.

 

ითქვა – შესრულდა. ვილა მოითხოვდა, რომ მე მეყურებინა გუარდიოლას თამაშისთვის, მესწავლა მისი მოქმედებები და შემდეგ გადმომეტანა ეს ნასწავლი მოედანზე. დავდიოდი „კამპ ნოუზე“ რათა მენახა ყველა მატჩი და გუარდიოლას თვალს არ ვაცილებდი. ვაკვირდებოდი მის მოძრაობებს, როგორ აწევდა თავს ბურთის მიღების დროს, რათა შეეფასებინა მოწინააღმდეგის მდებარეობა. ვერა და ვერ ვიგებდი თუ როგორ იღებდა პეპი ესე სწრაფად გადაწყვეტილებას კორპუსის ჩადგმისას. ვილას მოჰქონდა ჩემთვის ვიდეოკასეტები, „Dream Team”-ის თამაშის ჩანაწერებით, რათა გამეგრძელებინა პროგრესირება და დამეხვეწა განვითარება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტში. ჩემპიონატის ბოლოს მწვრთნელმა დაგვირიგა წერილები რეკომენდაციის სახით, სადაც ეწერა, რომ ჩემი სათამაშო დავალება იქნება გუარდიოლას იმიტაცია, ხოლო კონკრეტულ დავალებად კი მქონდა მაქსიმალურად მიმემგვანებინა ჩემი თამაში პეპის ხარისხისთვის“.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც მე ვთამაშობდი „კადეტებში“, გუარდიოლამ, ვილას დახმარებით, ნახა ჩვენი ვარჯიში. წარმოგიდეგნიათ, რამხელა სიურპირიზი იყო ეს ჩვენთვის? აი ის, სულ რამოდენიმე სანტიმეტრში მიდგას. ამასთან ერთად ის გველაპარაკებოდა და გვაძლევდა რჩევებს. იქიდან გამოდინარე, რომ ვილამ უკვე უამბო მას ჩემზე, პეპმა მომცა რამოდენიმე კარგი დარიგება და მითხრა, რომ გამეგრძელებინა იმავე მონდომებით. უკვე მოგვიანებით „დუბლში“ გავიგე ვილასგან, რომ მოსულა გუარდიოლა, ჩემს საყურებლად. მაინც დაინტერესებულა თუ როგორ ვთამაშობდი. რას წარმოადგენდა ხავი ერნანდესი კანტერიდან, რომელსაც ყველა მის „კლონს“ უწოდებდა. ვარჯიშის შემდეგ გუარდიოლამ თქვა: „ამ ბიჭის მომავალი – ეს დროის საკითხია, ოთხ წელიწადში ის მე ჩამანაცვლებს“.

 

ოთხ წელიწადში მე და ხოსეპი ვიყავით პარტნიორები ერთ გუნდში. არ ვგულისხმობ მხოლოდ სპორტულ მხარეს, სადაც ვიგებდით ყველაფერს, არამედ მოედანს გარეთ,  სადაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩემი საუკეთესო მეგობრები ფეხბურთში სწორედ ამ დროიდან ჩნდებიან. გავიცანი შესანიშნავი ხალხი: ანტონიო იდალგო, სერხიო ბერმუდო, დავიდ პრატსი, სერხიო გარსია და ანტონიო ლობო (ჩემი ყოფილი მწვრთნელის ძმა). დღეს ჩვენ განვაგრძობთ ურთიერთობას, მინიმუმ ერთხელ წელიწადში ვიკრიბებით და ვიხსენებთ განვლილ დროს.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იმ პერიოდიდან იყო ჩემი წოდება. ანუ სამი წლის მანძილზე კოლქეტივში გუნდის საუკეთესო პარტნიორის წოდებას ვატარებდი. მეოთხე წელს ეს წოდება გავიყავი ჟოფრესთან, მაგრამ ვინაიდან უკვე მქონდა ეს წოდება 3 ჯერ მოპოვებული, ჯილდო გადავეცი მას.

 

„კადეტებში“ გატარებული პირველი წლის შემდეგ, ვილა წერს პატაკს მმართველობაში, სადაც პირდაპირ მიუთითებს: „ის იქნება პირველი გუნდის ფეხბურთელი“. ერთადერთი დანაკლისი ჩემს თამაშში იყო სიჩქარე. სხვა დანარჩენი ნორმალურ მდგომარეობაში მქონდა. მაგალითად ვილა ყოველთვის მთხოვდა ხშირად მიმეცა მოედანზე რჩევა ჩემი თანაგუნდელებისთვის. მწვრთნელი თვლიდა, რომ შემეძლო თამაშის კარგად ხედვა. მითითება და რჩევები მოედანზე იყო ჩემი ვალდებულება.

 

„კადეტებში“ შევამჩნიე, რომ ასაკთან ერთად მატულობდა მოთხოვნა ჩემს მიმართ. ვილა იყო წყნარი და მომთმენი. როდესაც ის დაუყვირებდა ვინმეს, არ გასჩენია არავის რაიმე შიშის მაგვარი გრძნობა მისდამი. თუმცა გავიხსენებ ერთ შემთხვევას ჩხუბთან დაკავშირებით, როდესაც ვეთამაშებოდით მადრიდის „ატლეტიკოს“, ვილა ეჩხუბა ხერარდ ლოპესს. მაშინ ვილამ მართლაც შეგვაშინა ყველა. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც გავუშვით უამრავი საგოლე მომენტი, ვილამ გამოიყვანა ხერარდი და მისი მისამართით დაიძახა: „გეყოთ ეს ბურთის გორაობა საჯარიმოში. უკვე ყელში ამომივიდა თქვენი უმოქმედება!“  გასახდელში ყველა გაჩუმდა. მეორე ტაიმში გამოვედით მოედანზე უფრო ენერგიულები მაგრამ მაინც დაცვმარცხდით ანგარიშით 1-2.

„კადეტებში“ გატარებული ორი წლის შემდეგ, მოვიდა დრო „ხუვენილ A”-ში გადასვლისა. ძველი მეგობრები, ჩემდა სასიხარულოდ, ჩემთან ერთად გადმოვიდნენ. ჩვენ უბრალოდ ფანტასტიური სეზონი ჩავატარეთ: 143 გოლი! ტრიუმფი, მაგრამ ეს არ ყოფილა ტოტალური, რადგან დავმარცხდით სამეფო თასის ფინალში „სევილიასთან“, ფუენლაბრადში. იმ თამაშს მივუდექით როგორც მატჩის ფავორიტები, მაგრამ ხესულის დარტყმა აღმოჩნდა გადამწყვეტი.

 

ასე რომ ვილასთან და ჩემს მეგობრებთან ბოლო მატჩმა, ცოტა „მწარე გემო“ დამიტოვა. იცით, მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ აქ დამთავრდა ჩემი ბავშვობა და იწყებოდა პროფეიონალური ფეხბურთი. უნდა შემესრულებინა დავალება გუარდიოლას დუბლთან დაკავშირებით.

 

„ხავი, ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ამ ოთხი წლის მანძილზე მუშაობა. ღმერთმა ქნას, იქნებ კიდევ მოგვიწიოს ერთად მუშაობა“ თქვა ვილამ გამომშვიდობებისას, შემდეგ კი ძლიერად ჩამეხუტა. აქედან მელოდა „ბარსა B” გონსალოს თაოსნობით…

 

ხავი ერნანდესი:”ჩემი ცხოვრება – ეს ბარსაა” ნაწილი მეორე:”Philips-ის ტოსტერი”


 1991 წლის 29 აგვისტოს „მინი ესტადიზე“ მოხდა ჩემი წარდგენა, როგორც „ლურჯ-ბროწეულისფერების“ ახალი ფეხბურთელი. მოვხვდი გუნდში „ალევინ A”, რომელსაც წვრთნიდა ხუალ მანუელ ასენსი. სამ დღეში მკლავზე უკვე კაპიტნის სამკლაური მეკეთა, ესე გადაწყვიტა მწვრთნელმა. ვინმეს ხო უნდა გაეკეთებინა, თანაც ყველა ახლები ვიყავით, 3 ვარჯიშის შემდეგ ასენსიმ მომცა ეს სამკლაური, რომელიც ვატარე მთელი სეზონის მანძილზე. ეჭვიც არ გამჩენია, რომ ესეთი დასაწყისი კარგის მანიშნებელი იქნებოდა. გადმომეცა რა ეს პასუხისმგებლობა, მივხვდი რამხელა როლს ასრულებდა ჩემი თამაში გუნდისათვის.

ვთამაშობდი ექვს ნომრიანი მაისურით. ნათელია, რომ ესეთ ასაკში ჯერ ვერავინ გასწავლის გუნდურ მოძრაობებს და ტაქტიკებს. მთავარია – ბურთი ფეხებში და მიიღე სიამოვნება! მაგრამ ასენსის ჰქონდა რაღაც პედაგოგიური ტალანტი, რაც აძლევდა ჩვენთვის უკეთ სწავლების საშუალებას. მახსოვს, პირველი იყო გაკვეთილი: „როგორ მოვატყუოთ მოწინააღმდეგე კორპუსის ჩადგმით“. ბურთის მიღებისთანავე აკეთებ მოძრაობას ერთ მხარეს, მაგრამ გარბიხარ მეორე მხარეს. მეორე – როგორ დავლაგდეთ მოედანზე, ვინ ვის შემდეგ და რა ადგილას. ვარჯიშები იყო მოკლე და იოლი.

და თუ ზედმეტად ვაპიარებ ასენსის შესაძლებლობებს, არა მარტო იმიტომ, რომ მისი დახმარებით შევძელი პირადად გამეცნო იოჰან კრუიფი.

ჰოლანდიელი იყო მთავარი როლის შემსრულებელი სერიალში „ისწავლეთ ფეხბურთი ვარსკვლავებთან ერთად“. იდეას ახორცილებდა ტელეარხი TVE  და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ლოზუნგით: „ითამაშე სუფთად, ძალადობის გარეშე“. გადაცემებში გამოდიოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: მარადონა, გულიტი, პელე, პლატინი, კუმანი, ბეკენბაუერი, ფუტრე და კიდევ სხვა უამრავი. კრუიფი იყო ერთ-ერთ მიწვეული ვარსკვლავი. ასენსი კი მასთან ძალიან კარგ ურთიერთობაში აღმოჩნდა და სთხოვა თავის გუნდთან ჩაეტარებინა ვარჯიში.

რამოდენიმე დღეში კრუიფი აღმოჩნდა ჩვენს გასახდელში, ტელეპროგრამის გადასაღებად. გაკვეთილი იყო თამაშის სხვადასხვა ასპექტებზე გამახვილებული, მაგრამ ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა მისმა პროფესიონალიზმმა და თუ როგორ აკეთებდა ის ამას ყველაფერს. კუთხურიდან კრუიფი ყველა ბურთს მიყოლებით აგდებდა კარში, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამას აკეთებდა ორივე მხრიდან.  მაშინ მე ვთამაშობდი მხოლოდ მარჯვენა ფეხით, მარცხენას მხოლოდ სიარულში ვიყენებდი. ვარჯიშები გრძელდებოდა ნახევარ საათს, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანისაგან უამრავი რამ ვისწავლე.

იყო ერთ პრობლემაც. იქიდან გამომდინარე, რომ ვცხოვრობდი ტერასაში, დედაჩემი კატეგოირულად იყო წინააღმდეგი ჩემი „ლა მასიაში“ ღამით დარჩენისა. (მას არ მოსწონდა რაიონი, რომელშიც მდებარეობდა სკოლა) შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ჩემს გამო ამუშავდა ტაქსების ხაზი კამპ ნოუზე, შემდეგ კი ჩემი თანატოლებიც აქტიურად მიმართავდნენ ამ გზას. ყოველ დღე, ზუსტად ხუთ საათზე, ტაქსი მაკითხავდა ჩემი სკოლის კარებთან რათა წავეყვანე მორიგ ვარჯიშზე. შემდეგ კლუბმა გადაწყვიტა, რომ მასაჟისტი სახელად ბლასი თავისი ფურგონით ჩამოარიგებდა სახლებში ყველა პატარა ბიჭუნას, რომლებიც ცხოვრობდნენ ვალდესის შემოგარენში: ორნი ვიყავით ტერასადან, ორნი კი საბადელიაში ცხოვრობდნენ.

პირველივე სეზონში ჩვენ დავამყარეთ რეკორდი თანატოლი ჯგუფების ისტორიაში. საშუალოდ თითო მატჩში 6 გოლი გაგვქონდა და დავასრულეთ სეზონი 108 გოლით 18 მატჩში.

გადასვლა „ინფანტილ B”-ში ჩემთვის ძალიან მტკივნეული გამოდგა, რადგან მე ვტოვებდი ჩემს მეგობრებს და გადავდიოდი უფრო ჩამოყალიბებულ ჯგუფში. ამან დაამსხვრია ყველა ჩემი ჩანაფიქრი. მხოლოდ მიგე გადმომყვა ამ გუნდში, ყველა დანარჩენი „ინფანტილ C”-ში გადაიყვანეს. მწვრთნელები ფიქრობდნენ, რომ მქონდა კარგი შესაძლებლობა და ჩემი პროგრესის ხარჯზე მალ-მალე შევიცვლიდი ჯგუფებს, რათა უფრო ამემაღლებინა გამოცდილება. მე ესე არ ვთვლიდი.

პირველ რიგში დავკარგე „კაპიტანის“ წოდება და აქედან დაიწყო ყველაფერი. პირველი სამი თვე ვითამაშე ცუდად. მიუხედავად „ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმისა“,  ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. იმავე სეზონში გავიცანი ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ახლოს იყვნენ „ბარსელონას“ დუბლში შეღწევასთან: ბერმუდო, იდალგო და პრატსი.

მანუელ ლობო იყო „ინფანტილ B”-ს მწვრთნელი. ადამიანი მკაცრი და მომთხოვნი, მაგრამ ამასთან ერთად გამოცდილი და ზრდილობიანი. მას ყოველთვის მოჰყავდა ჩვენთვის მაგალითები, როგორი უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი. თვითნ ლობოს ჰქონდა 1 მატჩი ძირითად გუნდში ჩატარებული. ისიც სრულიად გამართლებით. საქმე იმაშია, რომ 1984 წელს პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მოაწყვეს გაფიცვა და კლუბები იძულებულნი გახდნენ შემადგენლობები მოხალისე ფეხბურთელებით შეევსოთ. ლობოს ჰქონდა ერთი შანსი, რომელიც კარგად გამოიყენა. ფეხბურთის ენაზე  რომ ვთქვათ, „ბარსამ“ იმ ტურში დაამარცხა „სარაგოსა“, ანგარიშით 4-0, ხოლო ლობომ შეძლო ერთი გოლის გატანა, ისიც 11 მეტრიანის შესრულებით.

ლობო გვეუბნებოდა, რომ იგი არაა მისაბაძი ადამიანი, ვინაიდან ადრევე დაიწყო გართობის ცხოვრების სტილი: „რათქმაუნდა ბიჭებს ეზარებათ გოგოებთან გართობა! ბუზები ცალკე, კატლეტები ცალკე. უნდა ვიაროთ სწორი გზით და დავუჯეროთ მშობლებს“. მის დარიგებებში იყო ბევრი სიმართლე. იგი ამ სიტყვებს ეუბნებოდა არა ბავშვებს, არამედ უკვე ნახევრად პროფესიონალ ფეხბურთელებს. ის გამუდმებით იმეორებდა: „ფეხბურთში წარმატების მისაღწევად, თქვენ ბევრ რამეზე მოგიწევთ უარის თქმა. მაგალითად დისკოთეკაზე გოგოებთან ერთად“. ეს ნათელი გახდა ყველასთვის, ლობო ნამდვილად ყოფილი „ქუჩის კაცი“ იყო.

ლობოსთან ერთად გავიარეთ გაცილებით დიდი პრაქტიკული ფეხბურთი: ვის გაექცე და საით.

იმავე დრო ვარჯიშები იყო ადვილი და გასაგები. ლობოსთან გადავეყარე ჩვეულებრივ საფეხბურთო გაგებებს: ბურთის გადაადგილება, ფლანგიდან ჩამოწოდება და სხვა უამრავი… ის ყოველთვის გვიხსნიდა ადვილად. ესეთ შემთხვევაში ლობო ძლიერ მაგონებს ლუის არაგონესს.

მაგრამ თუ დეტალურად გავიხსენებ ჩემს ნაბიჯებს „ბარსელონასკენ“, მიუხედავად ასენსის, მასტერ-კლას კრუიფისა და განსაკუთრებით ლობოს გარეშე, გონებაში მივარება “Philips”-ის ტოსტერი, რომელიც ჩემი საფეხბურთო ხელფასით შევიძინე და ვაჩუქე დედას. სინამდვილეში ამ თანხას გვაძლევდნენ მეტროთი სამოგზაუროდ ყოველთვიურად და შეადგენდა სულ რაღაც 4 000 პესეტს. დედამ აირჩია “Philips”-ის ტოსტერი. ეს მომენტი მისთვის იმდენად ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ როდესაც მაღაზიიდან გამოვდიოდით, მის თვალზე ცრემლები შევნიშნე.

მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის იყო სოსიოს ბარათი, რომელიც ითვალისწინებდა დაბრონილ ადგილს ტრიბუნებზე. დედა უკვე ნამდვილი კულე იყო. მართალია ოსკარმა (ხავის უფროსმა ძმამ) უკვე აჩუქა ესეთი ბარათი, მაგრამ მასზე არ იყო მითითებული ზუსტი ადგილი. მე დაველაპარაკე ალეხანდრო ეჩევარიეის, ადამიანს, რომელსაც ძლიერ ვაფასებ მისი მეგობრობის გამო. მან მითხრა, რომ ამ ბარათით დედას შეეძლებოდა ორი ადგილის დაჯავშნა ტრიბუნებზე. ამ საჩუქრის მნიშვნელობამ დედაჩემი ძლიერ გაახარა!… (გაგრძელება იქნება)

შარლოტა ბრონტე


შარლოტა ბრონტე მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი მწერალი ქალი შარლოტა ბრონტე დაბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშა-ობდა, დიდი გაჭირვებით ისწავლა და შემდეგ მღვდლად ეკურთხა იგი. ერთი მხრივ, მოხა-ლისეთა რაზმში ჩაწერილა და ფაბრიკის მეპატრონეთა ქონებშარლოტა ბრონტეა იარაღით ხელში დაუცავს, ხოლო, მეორე მხრივ, გაფიცულ მუშათა სახლებში უვლია და მათ მიმართ მკაცრი რეპრესიე-ბის მიღების წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია. თავისი ასეთი მოქმედებით მას, როგორც ერთი – მეამბოხე ლუდიტების მხრივ. ისე მეორე – ფაბრიკების მეპატრონე ბურჟუების მხრივ, სიძულვილი და უპატივცემულობა დაუმსახურებია ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბრად დარჩენილა.

რვა წლის შარლოტა ორ უფროს დასა და უმცორს ემილისთნ ერთად პატირკ ბრონტემ მია-ბარა პასტორ უილსონის საქალებო სასწავლებელში, სადაც მდიდართა ოჯახებისთვის აღმზ-რდელებს ამზადებდნენ სწორედ პასტორ უილსონის მზრუნველობის ქვეშ კოვან ბრიჯის სკოლა იქცა შარლოტა ბრონტეს მიერ „ჯეინ ეარში“ აღწერილ ლოვუდის სკოლის პროტოტი-პად თვითონ პასტორი უილსონის, ამ ცივი, უკარება, ფარისეველი, ანგარებიანი, მაღლა მდგომთადმი მლიქვნელის, ხოლო დაბლა მდგომთადმი მტარვალის ჭეშმარიტი სახე. მწერალმა ქალმა რეალისტური საღებავებით დაგვიხატა ლოვუდის სასწავლებლის მზრუნვე-ლი ბროკლეჰერსტის სახით. შარლოტა ბრონტეს უფროსი დები – მარიამი და ელისაბედი ამ სასწავლებელში დაავედნენ ჭლექით და გარდაიცვალნენ. მათი ნათელი ხსოვნის, უფრო კი მარიამის – ელენ ბერნსის სახე რომანში – „ჯეინ ეარი“.
პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტა მამამ მიაბარა კერძო პანსი-ონში.რომლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი ქალი იქვე იწყებს აღმზრდელად მუშაობას შემდეგ იგი აღმზრდელად ეწყობა იორკშირის ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში. სა-დაცმრავალი დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანა. მისმა თავისუფლებისმოყვარედა ამაყმა სულმა დიდხანს ვერ გაუძლო ამ დამცირებას, მალე თავი მიანება აღმზრდელად მუშაობას და ბრიუსელის ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მოეწყო.

ლექსებისა და რომანების წერა შარლოტამ, ემილიმ და ანამ ადრე ბავშობაშივე დაიწყეს შარლოტა ბრონტეს სამწერლო სარბიელზე ბევრი წარუმატებლობა ხვდა წილად, მაგრამ, თავის შემოქმედებით უნარსა და ძალაში დარწმუნებული, ხალასი ნიჭით დაჯილდოებული მწერალი ქალი ამ დროებითმა წარუმატებლობამ სულიერად ვერ გატეხა. მისი პირველი რომანი „მასწავლებელი“ ყველა გამომცემლობამ უკან დააბრუნა. ცნობილმა პოეტმა რობერტ სოუთიმაც უკანვე გამოუგზავნა ლექსები და თან დართულ წერილში დიდაქტიკური დარიგებაც დაურთ: მწერლობა ქალის საქმე არაა, იგი ქალის ძირითად ოჯახურ მოვალეობას სწყვეტსო, მაგრამ შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე, ნიჭიერი, შეუპოვარი, უტეხი ნებისყოფის შარლოტა ბრონტე მეორე რომანზე მუშაობს. 1847 წელს ფსევდონიმით გამოაქვეყნა რომანი „ჯეინ ეარი“, რომელსაც წილად უდიდესი წარმატება ხვდა. ნაწარმოები მაშინვე ითარგმნა სხვა ევროპულ ენებზე. 1850 წელს მისი თარგმანი „ოტეჩესტვენნიე ზაპისკის“ ფურცლებზეც დაიბეჭდა და რუსი მკითხველის აღფრთოვანება დაიმსახურა. ჩერნიშევსკი მოხარული იყო „ჯეინ ეარით“, თუმცა რომანის ნაკლოვანი მხარეებიც არ გამორჩენია მხედველობიდან

1848-49 წლებში ისედაც ჯანგატეხილ შარლოტა ბრონტეს სამი უბედურება ზედიზედ დაა-ტყდა თავს : ჭლექმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააწვინა საფლავში მისი საყვარელი დები – ემილი, ანა და ერთადერთ ძმა – პატრიკ ბრენუელი.
სულითა და ხორცით დაავადებული შარლოტა ბრონტე უკანასკნელი ძალის დაძაბვით ამთავრებს რომანებს „შერლისა“ და „ვილეტს“. 1854 წელს იგი ცოლად მიჰყვება მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს. ფეხმძიმობამ მისი შერყეული ჯანმრთელობა კიდევ უფრო დააძაბუნა. ამას ზედ ძლიერი გაციებაც დაერთო და 1855 წლის მარტში შარლოტა ბრონტე გარდაიცვალა.

ხავი: “ჩემი ცხოვრება – ეს ბარსაა”



ყველა ისტორიას აქვს თავისი დასაწყისი. ჩემი საკუთარი, როგორც ჩემი ძმებისა, იწყება 1972 წლის ივნისიდან, როდესაც ახალგაზრდამ, სახელად ხოაკიმ ერნანდესმა, ჯარიდან ახალმა ჩამოსულმა, დაბრუნება გულიანად აღნიშნა და სეირნობდა ქალაქ ტერასას ერთ-ერთ ქუჩაზე. სწორედ აქ იმყოფებოდა ორი გოგონა, რომლებიც თავისუფალ დროს პარკში ატარებდნენ. მათ შორიდან შენიშნეს ახალგაზრდა ხოაკიმი. მარია მერესე კრეუსისთვის ხოაკიმი იყო უბრალოდ ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც ის თავის დროზე იყოფდა „კოკა-კოლასა“ და შაქარყინულს. ეს ყველაფერი ხდებოდა მამამისის ბარში – „ევროპა. მაგრამ იმ მომენტისათვის მარიას მეგობარ გოგონაში ხოაკიმმა რაღაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. იგი მიხვდა, რომ ეს იყო ხელსაყრელი მომენტი, რათა გაეგო რაიმე ახალი თავის ყოფილ შეყვარებულზე, რომელთანაც მან რამოდენიმე კვირით ადრე ურთიერთობა გაწყვიტა. სწორედ ხოაკიმი იყო მისი „ყოფილი შეყვარებულის“ მეგობარი. გოგონა დაინტერესდა და ჰკითხა მას, თუ როგორაა მისი „ყოფილი“ და განიცდის თუ არა დაშორებას. მეგობარმა სთხოვა მარიას მისულიყვნენ ახალგაზრდა ბიჭთან და გასაუბრებოდნენ მას, შემდეგ კი ლაპარაკის საჭირო თემას დაიჭერდა. მარია მერესესაც არ სურდა მეგობრის განაწყენება და მივიდა ხოაკიმთან გაღიმებული სახით. დიდი ხნის უნახავი მარია და ხოაკიმი ერთმანეთს შეხვდნენ, ამიტომ ისინი ძლიერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს, მარიას ორი კოცნის შემდეგ, გოგონამ დაუსვა კითხვა, რომელიც იცოდა, რომ ბიჭს ძლიერ გაახარებდა: „აბა, მომიყევი, რა ხდება ბარსაში?“

პრინციპში ბარსელონაში ყველა საუბარი ასე იწყება. თუმცა იმ შეხვედრიდან ორმა გოგონამ „ყოფილ შეყვარებულზე“ ვერაფერი სახარბიელო ინფორმაცია ვერ გაიგეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარია აღაფრთოვანა ასეთმა სიმპათიურმა ხოაკიმმა, რომლისთვისაც ფეხბურთი იყო გატაცება და პროფესიაც კი.

ერთი წლის შემდეგ, იმ მოკლე, მაგრამ პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, ხოაკიმმა და მარია მერესემ სოფელ ვილადეკავალსში იქორწინეს. ხოაკიმი იმ მომენტისათვის თამაშობდა „ევროპაში“, ვინაიდან „ჟირონაში“ არც თუ ისე დიდხანს მოუწია ასპარეზობა. ორი წლის შემდეგ ჩვენი ოჯახი კიდევ გაიზარდა. დაიბადა ჩემი უფროსი ძმა ალექსი. მშობლებს სურდათ გოგონა და კვლავ გადაწყვიტეს ბავშვის გაჩენა. მაგრამ მათდა სამწუხაროდ გაჩნდა ბიჭი – ოსკარი. როგორც იტყვიან ოსკარმა და მარიამ „ფარ-ხმალი არ დაყარეს“ და გადაწყვიტეს მესამე შვილის გაჩენაც. მესამე ცდაზე გავჩნდი მე – ხავი. კიდევ ერთი ბიჭი!

დედა მიყვებოდა, რომ ძალიან გაუძნელდა ჩემი მუცლით ტარება, რადგან გამუდმებით ვმოძრაობდი და ალბათ ვჩქარობდი გაჩენასაც. მეექვსე თვე იყო, როდესაც ყველას ეგონა, რომ დადგა დრო. მაგრამ აღმოჩნდა დედაჩემი შეცდა დროში. დოქტორ-გინეკოლოგმა ფრესნადილიომ, რომელიც ორსულობის პერიოდში აკვირდებოდა დედას, უთხრა, რომ საჭიროა ცოტა მოთმინება და დასვენება.

მშობიარობა ძნელად მიმდინარეობდა. 1980 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 10 საათზე მე დავინახე შუქი: წონა 3კგ 400 გრ, სიმაღლე 49 სმ.

თავიდან სურდათ ჩემთვის ხოაკიმის დარქმევა, მამაჩემის სასახელოდ, მაგრამ შემდეგ უცებ გადაიფიქრეს და მე მივიღე სახელი ხავი. სწორედ დედამ შეგვირჩია ჩვენ ოთხივეს სახელები. რატომ ოთხივეს? იმირომ, რომ როგორც იქნება მე შემეძინა და – არიადნა.

ჩემმა ძმამ ოსკარმა მაჩუქა მისთვის ყველაზე საყვარელი ნივთი, რითაც მითხრა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება“. ეს იყო მისი საწოლის გადასაფარებელი. მას ეძინა მასზე, ჭამდა მასთან ერთად, თამაშობდა კიდევაც. მეორე ძმამ ალექსმა არაფერი მაჩუქა, მაგრამ არ ინერვიულოს, არ მწყენია, არ ვარ გულჩათხრობილი ადამიანი.

არასდროს მყვარების საწოვარა. დედაჩემი ვერა და ვერ იგებდა რატომ და გადაწყვიტა ოთხი სხვადასხვა საწოვარა ეყიდა. ვიყავი წყნარი ბავშვი, რითაც მინიმალური პრობლემები მომქონდა. მქონდა პატარა სათამაშო მანქანების კოლექცია. შემეძლო მთელი დღეები მეთამაშა, ისე რომ არავინ შემეწუხებინა.

9 თვისამ მე უკვე გავიარე, 3 წლის ასაკში კი ჩვენს ქუჩაზე – გალილეო დე ტერასაზე ბურთით დავსეირნობდი. ბურთის სიდიდის გამო არც კი ვჩანდი. ფეხბურთი, ჩვენს ოჯახში ძლიერ იყო გამჯდარი: სამივე ძმა გავყევით მამის პროფესიას, ვცდილობდით ჩვენი ცხოვრება დაგვეკავშირებინა ბურთთან. ჩემს ძმებთან შედარებით მე გაცილებით გამიმართლა, მაგრამ ავღნიშნავ, რომ ოსკარი დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა პროფესიონალურად, სანამ ტრავმის გამო არ მოუწია ფეხბურთზე უარის თქმა. ბოლოს იმდენი ვქენით, რომ ჩემმა დამაც დაიწყო ფეხბურთის თამაში.

ერთ-ერთი ჩემი უცნაური გატაცება, რომლითაც შემდგომში დაკავდა ჩემი დაც, იყო „სტიკერების“ შეგროვება. თუკი ვიპოვიდით ხურდა-ფულს, ეს იქნებოდა სახლში თუ ეზოში, იმ წამსვე გავრბოდით მაღაზიაში, რათა გვეყიდა „ინსპექტორი რობოტას“ სტიკერები. მქონდა ალბომი, სადაც შემდგომ ვაკრავდი ჩემს შენაძენს და არ ვტოვებდი ცარიელ ადგილს.

ჩემს ძმებს ჰქონდათ ერთი საერთო ოთახი, მე კი მიწევდა ჩემს დასთან ოთახის გაყოფა. ორსართულიან საწოლში მას ქვემოთ ეძინა, მე კი ზემოთ. ძმებთან შევდიოდი იმ შემთხვევაში, თუკი მინდოდა კომპიუტერზე თამაში, რადგან ის მხოლოდ მათთან იდგა. ერთხელ მომხვდა კიდევაც, რადგან იმდენად მონდომებული ვიყავი კომპიუტერით, რომ სირბილით შევვარდი ძმების ოთახში, მათ კი სძინებიათ. ეხლა რათქმაუნდა შევეშვი ვიდეოთამაშებს. თუმცა მაქვს კომპიუტერი „Nintendo”, რომელსაც იშვიათად ვრთავ, ისიც ვიღაც ნაძირლის მოსაკლავად. თუმცა, პატარაობაში კომპიუტერიდან ჩემი მოწყვეტა ძალზედ ძნელი იყო, ფაქტიურად არარეალური.

მაინც ჩემი გატაცება იყო ფეხბურთი. უკვე ოთხი წლის ასაკში, ჩემს ძმებთან ერთად ვთამაშობდი სადაც კი ვიპოვიდი ხელსაყრელ დროს და ადგილს. იმ დროისათვის ისინი უკვე ჩაწერილნი იყვნენ „ტერასას“ საფეხბურთო სკოლაში, მე კი არა, რადგან ვიყავი ძალიან პატარა. სიმართლე გითხრათ, გული არ დამწყდომია, რადგან გამუდმებით დავყვებოდი ოსკარს და ალექსს ვარჯიშებზე და სანამ ისინი ეუფლებოდნენ პროფესიულ განვითარებას, მე პატარა ბავშვებთან, სექციის გვერდით არსებულ მოედანზე, ვთამაშობდი ფეხბურთს.

როდესაც შემისრულდა 5 წელი, ყველანაირი კანონის დაცვით ჩამწერეს ფეხბურთში.

მახსოვს როგორ დავყავდით ბაბუაჩემს თავისი “Seat”-ით ვარჯიშებზე. მას უყვარდა ყველგან სიარული თავის შვილიშვილებთან ერთად. ჟაუმე – ესე ერქვა ბაბუას, იყო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ჩვენს ოჯახში და როგორც ეხლა იტყვიან ნამდვილი კულე. ბაბუაჩემს, პრეზიდენტს ტერასას ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბისა „სან ჟოსეპ“, გააჩნდა შესანიშნავი ხედვა პატარა ბავშვებში. ის ადვილად პოულობდა ტალანტებს. შემისრულდა რა 6 წელი, ის უკვე მაშინ ეუბნებოდა მამაჩემს: „მოვა დრო და შენს ბიჭს – ხავის „ბარსელონას“ შემადგენლობაში ვიხილავთ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“.

მამაჩემი ამ სიტყვებს უბრალოდ ბაბუას ემოციებს მიაწერდა და ამბობდა, რომ დრო გვაჩვენებს ყველაფერს. თუმცა ბაბუა თავისას არ იშლიდა და ეუბნებოდა ყველას: „ჩემი შვილიშვილი – ხავი ითამაშებს „ბარსელონაში“. დედა ეუბნებოდა მას, რომ არ ჩამოვეყალიბებინე ფეხბურთზე გაგიჟებულ ბავშვად, ვინაიდან ოჯახში ვიყავით სამი ძმა და სამივე ფეხბურთელი. მაგრამ ჟაუმე უცებ აწყნარებდა მას: „არ ინერვიულო ქალბატონო, მაგრამ ხავის აქვს ის რაღაც, ის რაც მეც არ ვიცი, მაგრამ სწორედ ეს რაღაც განასხვავებს მას თავისი თანატოლებისაგან“.

ბაბუასთან ერთად ფეხბურთის ყურება იყო ნამდვილი სიამოვნება, განსაკუთრებით თუ ვეთამაშებოდით „მადრიდის რეალს“. ჟაუმეს ჰქონდა მკაცრი ხასიათი. რაც თავი მახსოვს, იგი იყო ნამდვილი „ანტიმადრიდისტა“. თუკი გაიგებდა, რომ ვინმე მასთან მყოფი არის „მერენგი“, კამათში შეეძლო უცებ დაეყვირა მისთვის. „ამას არ გაეკაროთ“ გვეტყოდა ხოლმე ბაბუა, როდესაც დაინახავდა ვინმეს „რეალის“ ფორმაში. მას იმდენად სძულდა „რეალი“, რომ როდესაც მადრიდელები მარცხდებოდნენ, იგი უმალვე ყიდულობდა გაზეთ AS-ს და ფურცელზე, სადაც დაფიქსირებული იყო მარცხი, საგულდაგულოდ ინახავდა.

და თუ ბაბუა იყო ფეთქებადი ხასიათის, ბებიაჩემი სრულიად განსხვავდებოდა მისგან – ყველაზე კეთილი და ყველაზე სათუთი ადამიანი ვისაც კი ვიცნობდი. პაკიტა იყო როგორც მზე. ყოვლთვის კარგი და ბრძნული დარიგებები. მაგრამ ხანდახან აჭარბებდა კიდევაც: „არ გადახვიდე გზაზე მარტო“ ან „არ ჩამორჩე კოლექტივს“… როდესაც არიადნა წამოიზარდა, მე ვთხოვე მშობლებს ოთახის შეცვლა, რათა დამეძინა ბებიასთან. ჩვენ შეგვეძლო მთელი ღამე გვესაუბრა სხვადასხვა თემებზე. საერთო ჯამში, ბებიასთან გადაბარგების შემდეგ, არაფერი განსაკუთრებულად არ შეცვლილა. როდესაც მე ვცხოვრობდი არიადნასთან, მაშინაც ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაც კი ხდებოდა ამ ქვეყნად: როგორ მიდიოდა საქმეები სკოლაში, როგორ იყო ურთიერთობა მეგობრებში და ბლა-ბლა-ბლა. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ დასთან რაღაც გულღია ურთიერთობა მაკავშირებდა. ვაფასებდი მის ხასიათს და მომწონდა მისი ქცევები. ის ყოველთვის იყო პირდაპირი და არასდროს ყოფილა მატყუარა.

პაკიტა შესანიშნავად ამზადებდა საჭმელს. როდესაც ის იგონებდა რაიმე ახალს, სახლში ნამდვილი ზეიმი გვქონდა. სასიხარულოა, რომ დედაჩემმა განაგრძო ბებიას საქმიანობა, თანაც ძალიან კარგად გამოსდიოდა. ეს შეუძლია დაადასტუროს ჩემმა მეორე ბებიამ – ტერეზამ, რომელსაც არ უყვარდა „კანელონები“ და ერთხელაც კი არ გაუსინჯავს დედაჩემის დამზადებული ბლინები ხორცით.

„Jabac”-ში (პატარა ასაკის საფეხბურთო გუნდის სკოლა ტერასაში) პირველად დავარტყი ბურთს თავი. მანამდე არასდროს გამიკეთებია ეს. გუინდო და ლორენცო იყვნენ ჩვენი განყოფილების მწვრთნელები. იმ ასაკში, ერთადერთი რაც მიზიდავდა, ბურთზე ფეხის დარტყმა იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ერთხელ ვთამაშობდით მატჩს, უცებ მთელი ჩემი გუნდი წავიდა შეტევაზე გოლის გასატანად. მე რათქმაუნდა ვიყავი გამონაკლისი და დავრჩი უკან. მამაჩემმა დამიყვირა: „რას აკეთებ ხავი? წადი შენც წინ.“ მაგრამ ვუპასუხე: „მეც თუ შეტევაზე წავედი და მოწინააღმდეგემ ბურთი წაგვართვა, მე ხომ უნდა დავხვდე კონტრშეტევას.“

ნახევარი წლის შემდეგ, ჩემს ძმებთან ერთად ჩავირიცხე ს.კ. „ტერასას“ საფეხბურთო სკოლაში. იქ ბავშვებს 9 წლის ზემოთ იღებდნენ. მამაჩემი, კლუბის პრეზიდენტ – ედუარდო პოსადასის დახმარებით, ხდება ფეხბურთის განვითარების განყოფილების უფროსი, ანუ საფეხბურთო სკოლის დირექტორიც. „ტერასაში“ იშვიათად შევხვედრილვარ ჩემს ძმებს მატჩებზე, ვინაიდან ვთამაშობდით სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში. ჩემი ვარჯიში იწყებოდა საღამოს 6 საათზე, მამაჩემს კი რამით 11 საათამდე იქ უწევდა დარჩენა. მეც ვიჯექი და ველოდებოდი, დრო კი უფროსი ფეხბურთელების თამაშის ყურებით გამყავდა.

ჩემი პირველი მწრთნელი იყო ანტონიო ლადერო. ის გვავარჯიშებდა 3 წლის მანძილზე. ამ პერიოდიდან ძალიან კარგად მახსოვს ფინალური მატჩი „ადეფუბეს“ თასისა (საბავშვო ფეხბურთის ასოციაცია), სადაც მოწინააღმდეგე „სანტ კუგატა“ იყო. დავმარცხდით მათთან პენალტების სერიაში. ლადერომ ამ მარცხს არ მიანიჭა რაიმე სერიოზული წაგების კერპი, მან უბრალოდ გააკრიტიკა მსაჯები. ვერავინ აწყნარებდა ცხრა წლის ბავშვებს, რომლებიც ვერ შეეგუენ თავის პირველ მარცხს ფინალში, თანაც პენალტებში. მამაჩემს, როგორც სპორტული სკოლის დირექტორს, მოუწია ამ პროცესში ჩარეულიყო. ეს ყველაფერი გასვენებას რომ არ დამსგავსებოდა, იგი პირადად შემოვიდა ჩვენს გასახდელში და დაიწყო ჩვენი დაწყნარება.

ფეხბურთთან დაკავშირებით ხშირად კურიოზული პრობლემებიც მქონდა. მახსოვს დედა მაძლევდა 110 პესეტს, რათა „პროგრესის ქუჩაზე“ გავქცეულიყავი და მეყიდა 4 ახლად გამომცხვარი პური. საცხობი მუშაობდა დღის 2 საათამდე. ასე რომ ხშირად მქონდა ფეხბურთის სათამაშო დრო, თუკი სახლიდან შუადღისით გამოვიდოდი. მაგრამ, როგორც ეს სათამაშო აზარტმა იცის, ხშირად როდესაც დავხედავდი საათს, ვხვდებოდი, რომ საცხობი უკვე დაკეტილია. ჩემდა სასიხარულოდ დედაჩემი წინდახედული ქალია და იცოდა ჩემი ხრიკები, ამიტომ ესეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის ჰქონდა სახლში გადანახული ერთი პური. როდესაც ვიხსენებ „პროგრესის მოედანს“, არ შემიძლია დავივიწყო მაღაზიის გამყიდველი. ხშირად ხდებოდა ის, რომ ჩემი დარტყმული ბურთი, მის პატარა მაღაზიას ხვდებოდა და ფაქტიურად აზიანებდა, მაგრამ ერთხელაც არ უთქვამს ჩემთვის საყვედური, რის გამოც ძალიან მიყვარდა.

ჩემი გატაცება ფეხბურთით ხელს მიშლიდა სკოლაში, სწავლაში, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში. ვსწავლობდი ქალაქ ტერასას კულტურის კოლეჯში. აქ გვასწავლიდნენ დაწყებითი სკოლის მთლიან და საშუალო სკოლის დაუსრულებელ მასალას. სიმართლე გითხრათ უპრობლემოდ მივიღებდი სრულ სასკოლო განათლებას, თუკი მთელი გონებით გადავერთვებოდი სწავლაზე. არცერთი საგანი ჩამიგდია, მათემატიკის გარდა. მაგრამ ამას მიზეზად ჩემი ერთ თვიანი ანგინა ედო.

დაწყებით სკოლაში გავიცანი ადამიანი, რომელიც დღემდე ჩემი კარგი მეგობარია. მისი სახელია – ალბერტ ხუსტრიბო, ან უბრალოდ „ხუსტრი“. ის ითვლებოდა კლასის „ხულიგნად“. ამასთან ერთად იყო ძალიან კეთილი. საცოდავს, ყოველთვის ხვდებოდა მასწავლებლებისაგან. რაც კი ცუდი ხდებოდა კლასში, ყველაფერი ბრალდებოდა – ხუსტრის!

დირექტორი – კარლოსი, იყო ყველაზე საშინელი ადამიანი სკოლაში. მისი ერთი გამოხედვაც კი უკვე მისდამი პატივისცემას ბადებდა ჩვენში. იყო მაღალი და მელოტი. გვაძალებდა ყოველთვის ფეხზე ადგომას, როდესაც კლასში შემოდიოდა. მოგვცემდა თუ არა დასხდომის უფლებას, ყველა ერთხმად გაიძახდა: „თქვენის ნებით“. განსაკუთრებით მკაცრი იყო, როდესაც ვინმე გამოდიოდა დაფასთან საპასუხოდ. თუ ამ ზემოთ ხსენებულმა არ იცოდა გაკვეთილი, რაც ძალიან ხშირი იყო ჩვენს კლასში, კარლოსი წარმოუდგენლად ყვიროდა, ვინაიდან სრულიად დარწმუნებული იყო თავის პედაგოგიურ გადაწყვეტილებებში.

იქიდან გამომდინარე, რომ ხუსტრი იყო „რკინის“ სამოსანი, დასვეს ჩემს გვერდით. ეგონათ, რომ მისი სწავლის შედეგები უკეთესობისაკენ წავიდოდა. მაგრამ მოხდა პირიქით. სამ თვეში ჩემი ნიშნები აშკარად დაეცა. ეს იყო საშინელება! ერთხელ მან მთხოვა ისტორიის რვეული, რათა დავალებები გადაეწერა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ის რაღაცეებს შეცვლიდა თავის ნაწერში. და როგორ ფიქრობთ რა მოხდა შემდეგ? მეორე დღეს დავალება არც ხუსტრის და არც მე მქონდა. მან რვეული დამიკარგა. მოკლედ ეს იყო ხუსტრი!

მასთან ერთად გადამხდა ყველაფერი: დაწყებული ღამის გუჟური სეირნობა ველოსიპედით, დამთავრებული სიბრილით ავტობანზე, რადგან ბენზინი გაგვითავდა.

ასევე, „ანკორეში“ (კოსმეტიკის მაღაზია) ჩავატარეთ ეზოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. თითქოს მე და ხუსტრი ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით, მართალია მაგიდის ჩოგბურთში ის მჯობნიდა. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მაშინდელი მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა დღეს ხუსტრის სახლში უდგას.

იმისათვის, რომ ამეღო სასკოლო ატესტატი საშუალო მაჩვენებლებით, მათემატიკის მასწავლებელმა, პროფესორმა – არისომ (როდესაც შედგა ჩემი სადებიუტო მატჩი „ბარსელონას“ პირველ გუნდში, ამ ადამიანმა გულითადად მომილოცა და წარმატებები მისურვა) გადმომცა პროფეიონალური განათლების პროგრამა, რადგან თუკი მსურდა გამეგრძელებინა საშუალო სწავლის მიღება, უარი უნდა მეთქვა ისეთ გართობაზე, როგორიცაა ფეხბურთი. ნათელი გახდა, რომ სულ უფრო და უფრო მიჭირდა სწავლა ფეხბურთის გამო. მაგრამ საშუალო განათლება იყო რაღაც გამოწვევა ჩემთვის და ამიტომ განვაგრძე სასკოლო ატესტატისთვის სწავლა.

ნახევარი წლის შემდეგ დედა გამოიძახეს სკოლაში, რადგან პირველ ტრიმესტრში მქონდა ორი „ჩაგდებული საგანი“, მეორე ტრიმესტრში კი სამი. დედა შეხვდა პროფესორ პალომოს, რომელმაც აუხსნა, რომ ჩემი მიღწევები სკოლაში უცებ დაეცა და განიცადა კრახი. დედაჩემმა თავზე შემოირტყა ხელები და უთხრა პალომოს: „რათქმაუნდა მართალი ბრძანდებით პროფესორო, მაგრამ ჩემი შვილი ამ მომენტისათვის იწყობს ფეხბურთელის კარიერას. თუ 2-3 წელიწადში ხავი ვერაფერს გახდება, ჩვენ სერიოზულად დავფიქრდებით სწავლაზე“. ბატონმა პალომომ თითქოს ენა გადაყლაპა და ამის შემდეგ დედაჩემი სკოლაში აღარ დაუბარებიათ.

საფეხბურთო სკოლაში მე განვაგრძობდი პროგრესირებას. ათი წლის ასაკში ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ეს ნამდვილი შეჯიბრია. ვთამაშობდით „ბარსელონას“ და „ესპანიოლის“ თანატოლ გუნდებთან. მე უბრალოდ სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ისინი იმდენად პროფესიონალები მეგონა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბატონი ორიოლ ტორტი ნაბიჯ-ნაბიჯ დაჰყვებოდა მამაჩემს და გამუდმებით ურჩევდა ჩემს „ბარსელონაში“ გადაყვანას. ტორტი იცნობდა მამაჩემს უკვე მრავალი წლის მანძილზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამაშობდა „კონდალში“ (იმ დროისათვის ესე ეწოდებოდა „ბარსელონას“ დუბლს, დღეს ამ გუნდს „ბარსა ბ“ ჰქვია.). ასე იყო თუ ისე, მამაჩემმა ჩათვალა, რომ ჩემთვის ჯერ ადრე იყო „ბარსელონა“ და უნდა დალოდებოდა ჩემს პროგრესს იმდროინდელ კლუბში.

რაც იყო, იყო, მაგრამ უდიდესი მინუსს ჩემში წარმოადგენდა პატარა და სუსტი ტანი. დედა გამუდმებით დამატარებდა პედიატრთან, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ფიზიკური მონაცემები გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ყოველდღიური ვიზიტი ექიმთან, სრულდებოდა არასასიხარულო ინფორმაციით. საბოლოოდ დოქტორმა გარსიამ დამიდგინა, რომ ჩემი მაქსიმალური სიმაღლე 171 სმ. იქნებოდა. არ ვიცოდი დამეჯერებინა მისთვის თუ არა. ოსკართან დაკავშირებით ის რამოდენიმე სამტიმეტრით შეცდა. აი ალექსთან კი…

ფეხბურთი გამუდმებით თან დამყვებოდა. ბავშვობაში მქონდა სინუსიტის სიმპტომები, ექიმებმა მშობლებს ურჩიეს, რომ ხშირად ვეტარებინე პლიაჟზე. ითქვა – შესრულდა! ჩვენ ვიქირავეთ ბინა ტერედემბარეში მთელი ივლისის მანძილზე. პირველივე დღეს მე და ალექსი გავეშურეთ ზღვაზე საბანაოდ. ბაბუამაც გადაწყვიტა გაეწია ჩვენთვის მეგზურობა და გამოგვყვა. სანამ ჩვენ ვისხედით იქვე არსებულ ბუნგალოში, ბაბუამ გადაწყვიტა იქ მყოფი ბავშვები შეეკრიბა და გვეთამაშა ფეხბურთი. დავიყავით გუნდებად. როდესაც ბავშვებმა დაინახეს პატარა ხავი, მათ არ სურდათ თავის გუნდში ავეყვანე, ამიტომ მომიწია ალექსთან ერთად თამაში. ეხლა კი ვხვდები, რომ ძალიან კარგი იყო ძმასთან ერთად, ერთ გუნდში. რადგან ტექნიკური ფეხბურთის სფეროში ალექსი ყოველთვის მჯობნიდა. ეს მას მამისაგან ჰქონდა. როდესაც მოვრჩით თამაშს, ადგილობრივმა ბავშვებმა შემოგვძახეს: ხვალ, ამავე ადგილას, ამავე დროს!“ ასე დაიბადა ახალი ტრადიცია: „აბორიგენების“ მატჩი, რომელსაც სათავეში ჟოან გიმეროი, ზედმეტსახელად „ტრამონტანა“, ედგა.

თუკი ფეხბურთი არ გვყოფნიდა, ყოველი მატჩის შემდეგ, ვახშმის წინ, ჩვენ ვიკრიბებოდით მაგიდის გარშემო და ვთამაშობდით „ფუტბოლიოს“, „მონოპოლიის“ ანალოგიური თამაშს, მაგრამ იქ გვქონდა სტადიონები: კამპ ნოუ, სანტიაგო ბერნაბეუ და სხვა მსოფლიო კლასის მოედანი. ქაღალდზე დატანილი სასტუმროები და სახლები, ჩვენი გაგებით იყო ტრიბუნები. ციხე გავაიგივეთ მსაჯთან, ხოლო ბარათი „სიურპრიზი“ ითვლებოდა პენალტად. ყოველდღიურად ვთამაშობდი ამ თამაშს ჩემს ძმებთან და ბიძაშვილებთან.

მიუხედავად იმ შესანიშნავი დასვენებისა ტორეტემბარეში, ზღვაზე მხოლოდ 1 თვე დავჩით, რადგან აგვისტოში მამას სამუშაო უწევდა. ამასთან ერთად მალე მან გადაწყვიტა საფეხბურთო სკოლის დირექტორის პოსტის დატოვება. იგი ხდებდა „ტერასას“ მთავარი მწვრთნელი, გუნდისა, რომელიც იმ მომენტისათვის თამაშობდა მესამე დივიზიონში.

ცოტა მოგვიანებით ტორეტემბარედან გადავედით სანტ ანდონი დე კალონში. ჩემმა მშობლებმა იქ იქირავეს ბინა, ორ წელიწადში კი შევიძინეთ ორ ოთახიანი სახლი პირველ სართულზე. ცოტა ხანში კი შევძელით ტორე ლევანტინოს დასახლებულ პუნქტში ახალი საცხოვრებლის შეძენა.

ჩემი ურთიერთობები ზღვასთან, არ ყოფილა მხოლოდ ვიზუალური. გარბისთან ერთად, მე ვიყიდე სკუტერი. შემდეგ გადავწყვიტე შემეძინა პატარა იახტა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კატალონიის ფედერაციის პრეზიდენტმა ხორდი როჩემ დამპატიჟა კოსტა ბრავის საზღვაო მოგზაურობაში, თავის გემზე. ჩემს იახტას დავარქვი: „პელოპინა“. რამოდენიმეჯერ გავცურე შორს, მაგრამ პროფესიონალის დახმარებით, რადგან ოჯახში მხოლოდ ოსკარს ჰქონდა იახტის მართვის მოწმობა.

დავუბრუნდეთ ბავშვობას. ძალიან მომწონდა მამაჩემის – მწვრთნელის გაცილება თამაშებზე. ამის საშუალებით ვიღებდი პატარა „პორცია“ ფეხბურთს უქმეებზე. ვეკითხებოდი ყველაფერზე: „სასტარტო შემადგენლობა, როგორ აპირებდა ის თამაშს და ასე შემდეგ.“ ერთხელ მან ჩააგდო თამაში. ავარჯიშებდა ის კლუბ „რუბის“. მათ უნდა ეთამაშათ გასვლითი მატჩი „მანლეისთან“ და მამაჩემს უნდა მოესწრო თამაშისთვის მომზადება. მან მომცა 10 000 პესეტი და დამავალა, რომელიმე ბარში მეჭამა საჭმელი. იმდენად მოხარული ვიყავი ჩემი ფინანსური მდგომარეობით, რომ შევუკვეთე უდიდესი „ჰოთ-დოგი“, მაგრამ როდესაც მოვიდა გადახდის დრო, მივხვდი: ფული დავკარგე. ვერცერთ ჯიბეში ვერ ვიპოვე. როდესაც კარგად დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ჯიბეს ჰქონდა უდიდესი ნახვრეტი. ჩემდა სასიხარულოდ ბარში იმყოფებოდა წარმომადგენელი „რუბიდან“, რომელმაც გადაიხადა ჩემს მაგივრად. მოკლედ როდესაც დავბრუნდი სტადიონზე, არაფერი არ მითქვამს მამაჩემისთვის. თამაში დასრულდა ანგარიშით 5-1, მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, რამაც მამა ძლიერ განარისხა. საბოლოოდ მე მაინც ვუთხარი და ის ამას ყველაფერს წყნარად შეხვდა, თუმცა მისაყვედურა, რომ თავიდანვე არ ვუთხარი ყველაფერი.

მამაჩემი დღემდე ჩემი უდიდესი მრჩეველია. ის ყოველთვის იყო გამბედავი და პირდაპირი. ყოველი მატჩის შემდეგ, ვითამაშე კარგად თუ ცუდად, ის მაინც მაძლევდა რჩევებს. ის იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ ამასთან ერთად ობიქტური კრიტიკოსი. მართალია მე არ გავმხდარვარ მწვრთნელი, როგორც ეს მოხდა ოსკართან დაკავშირებით. მათ ხშირად უწევდათ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში „ტრემპლში“ და „ტერეგეში“. სხვა მხრივ მამა ყოველთვის იყო უხვი და გვაძლევდა დადებით შეფასებებს. ჩვენ შორის განსაკუთრებით გაუმართლა ალექსს, რომელიც იყო გამგები, ოსკარი კი უფრო ჩაფიქრებული და განმკითხავი.

მშობლები – ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები. მას შემდეგ რაც მე ვთამაშობ „ბარსელონას“ პირველ გუნდში, მათ არცერთი საშინაო მატჩი არ გამოუტოვიათ. თუმცა გატყუებთ! ამ სეზონში ტრადიცია დაირღვა. ისინი არ იმყოფებოდნენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩზე, სადაც ვეთამაშებოდით კრაკოვის „ვისლას“. მიზეზი? ხულიო იგლესიასის კონცერტი ხარდინეს დე კაპ რიოგში, კოსტა ბრავეზე. დედაჩემი ხულიო იგლესიასის ნამდვილი ფანია, სანამ ის უსმენდა კონცერტს, მამამ გაიკეთა ყურსასმენები, რათა გაეგო რა ხდებოდა იმ მომენტისათვის „კამპ ნოუზე“.

ზუსტად ამ კონცერტიდან, 18 წლის წინ, მამაჩემი დუმდა „ბარსელონას“ ჩემდამი ინტერესზე. საბოლოოდ ორიოლ ტორტმა და ანტონიო კარმონამ გადაწყვიტეს „დაეპრესათ“ ამ საკითხზე მამაჩემი.

„მოდი ეხლა, ხოაკიმ. ის 10 წლისაა. არ შეიძლება ლოდინი“ – ამბობდა ტორტი. მათ იმდენად შეაწუხეს მამა, რომ ის დათანხმდა გასაუბრებას და შემოწმებას. მაგრამ გადაწყვიტა, რომ გამოვსულიყავი სხვა ბავშვებთან ერთად, რათა ჩემი შესაძლებლობები კარგად მეჩვენებინა.

ყველაფერი კარგად გამომივიდა – გავიტანე 3 გოლი, ერთი აქედან 11 მეტრიანი. როდესაც მამამ განაცხადა, რომ „ბარსელონამ“ ამიყვანა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამის შემდეგ გავიგე, რომ ეს საჩვენებელი მატჩი იყო უბრალო ფორმალობა. ხო კიდევ გავიგე, რომ მამაჩემს ჩემთან დაკავშირებით ოფიციალურად მოსდიოდა შემოთავაზებები „ესპანიოლიდან“ და მადრიდის „რეალიდან“. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელთანაც ვთამაშობდი, მადრიდელების სკაუტი ყოფილა. სწორედ მან მიიტანა მადრიდში ინფორმაცია ჩემზე.

თუმცა მამაჩემი არავითარ შემთხვევაში არ გამიშვებდა „რეალში“. იცოდა, რომ ბაბუა ვერ იტანდა ამ კლუბს და სრულიად შესაძლებელი იყო მამაჩემი უსახლკაროდ დარჩენილიყო. ეს რათქმაუნდა ხუმრობით.

ვიცი, რომ ეხლა ბაბუაჩემს ესმის ჩემი! და ის ამაყობს , რომ მისი შვილიშვილი მისივე კვალს გაჰყვა. ხშირად ვფიქრობ შენზე…

ჯორჯ გორდონ ბაირონი


ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული “მოცალეობის საათები” 1807 გამოვიდა. სატირაში “ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი” (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა “ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის” პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-იდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.