ამონარიდები (რობიზონ კრუზო)


„ რა უსუსური და მერყევია ადამიანის ბუნება,განსაკუთრებით ახალგაზრდობაში,როცა იგი უარყოფს და გმობს გონივრულ მოსაზრებას,რასაც,პირიქით,უნდა გაჰყვეს ხოლმე.ცოდვისა არა რცხვენიათ,მონანიებისას კი დაირცხვენენ,არ დაირცხვენენ ისეთი საქციელისათვის,რომლის გამო სულელებად უნდა ჩაითვალონ,ხოლო რცხვენიათ კვლავ სწორ გზაზე დადგომისა,რისთვისაც ისინი ბრძნად უნდა იქნენმიჩნეულნი.“

„ გონება არის წყარო და არის მათემატიკა, ამიტომ, როცა გონებით განვსაზღვრავთ და განვსჯით ყველაფერს, ავწონ-დავწონით მდგომარეობას, აშკარა გახდება, რომ განსაზღვრული დროის განმავლობაში ყველას შეუძლია ყოველგვარი ხელობა შეისწავლოს.“

„ საგნების სიკარგე ქვეყნად მხოლოდ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად საჭირონი და სასარგებლონი არიან ისინი ჩვენთვის.რამდენი დოვლათიც არ უნდა დავაგროვოთ, ჩვენთვის სიამის მომფენი მხოლოდ ისაა, რისი გამოყენებაც ძალგვიძს.“

„ რაცა მქონდა, იმითი ვიყავი კმაყოფილი და, რაც არ გამაჩნდა, იმაზე არ ვწუწუნებდი. ეს ისეთ იდუმალ შვებასა მგვრიდა, რომ გამოთქმაც მიძნელდება. დე, ყურად იღოს ეს მოწუწუნე ხალხმა, რომელიც არაფრით კმაყოფილი არ არის, არა ტკბება ღვთის ბოძებული მადლით და თვალი იქითკენ გაურბის, რაც ღმერთს არ მიუცია. მთელი ჩვენი უკმაყოფილება უქონლობის გამო, ჩემი აზრით, უმადურებაა: იქიდან გამომდინარეობს, რომ, რაცა გვაქვს, მისი მადლობელი არა ვართ.“

„ ასეა ხოლმე: ვერასოდეს ვერ ვითვალისწინებთ ჩვენი მდგომარეობის ჭეშმარიტ მხარეს, ვიდრე უფრო უარეს დღეში არ ჩავვარდები, და მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ჩვენს ნეტარებას, როცა უკვე დავკარგავთ მას.“

„ ჩვენი დიდი შემოქმედი წყალობას არ აკლებს თავის შექმნილ არსებას! მაშინაც არ გასწირავს, როცა გგონია – ეს არის იღუპებიო! როგორ დაატკბობს ხოლმე იგი განგების სიმწარეს და ჩვენ მისი ქებისა და დიდების მიზეზს გვაძლევს! ეს რა უხვი ტაბლა გამიშალა ამ უდაბნოში, სადაც პირველად შიმშილისა და დაღუპვის მეტი არაფერი ჩანდა!“

„ რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გავურბივართ უბედურებას, გვეშინია, ყოველნაირად ვცდილობთ თავი დავაღწიოთ, მაგრამ, როდესაც მაინც დაგვატყდება თავს, ხშირად თვითონვე აღმოჩნდება ხსნის ერთადერთ გზად თუ საშუალებად და სწორედ მისი დახმარებით დავაღწვთ თავს მთელს ჩვენს განსაცდელს.“

„ უბედურების მოლოდინი უფრო მწარეა, ვიდრე თვით უბედურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო აღარ უჩანს ამ განსაცდელსა და შიშს.“

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s