გზაზე ერთი კაცი მიდიოდა(ამონარიდები)


„ბახას ქეიფის ყურება უყვარდა,მას მთვრალი ხალხი უფრო აინტერესებდა,ვიდრე ფულის მოგება,რომ მოგეკლათ,ღვინოში წყალს არ გაურევდა,დიდ ცოდვად მიაჩნდა ამ ორი შეურიგებელი სტიქიის ერთ ჭურჭელში მოთავსება,რადგან მათი ნაძალადევი შეუღლების შედეგად ყოველთვის ბეჩავი და უნდილი ბავშვი იბადებოდა.“

„როცა იმანო კასრს კოკას შეუდგამდა ხოლმე,ღვინის ვაჭარ ბახას მართლა უჩნდებოდა ისეთი გრძნობა,თითქოს მის სარდაფში თავშეფარებულ ღვთაებას ძარღვი ეხსნებოდა და იმ ძარღვიდან მოთქრიალებდა ეს ჯადოსნური სითხე,ღვთაებასავით უსასრულო და მარადიული.ღვინის ვაჭარ ბახვას აუღელვებლად არ შეეძლო ეცქირა,როგორ გადადიოდა ღვინო კასრიდან კოკაში,კოკიდან დოქში,დოქიდან ჯამში,ჯამიდან კი სტომაქში.ეს დიდებული,საზეიმო სვლა ერთი ჭურჭლიდან მეორეში,კასრიდან თავდაღწეულ ღვინოს სულის მოსათქმელად,ფეხის გასაშლელად სჭირდებოდა,გზადაგზა ხალისდებოდა,კისკისებდა,ბრწყინავდა,შხეფებს ისროდა და ჯიუტად მიიწევდა წინ საბოლოო მიზნისაკენ,რათა უკანასკნელ წვეთამდე,განურჩევლად გადაეცა ყველა მსურველისათვის თავისი ძალა და სიხალისე და როცა ეს ძალა და სიხალისე ყველას გადაედებოდა ხოლმე,მაშინ ღვინის ვაჭარი ბახა ბედნიერი იყო,ბედნიერი და ამაყი,რადგან ის იყო ამ ძალის პატრონიცა და წარმმართველიც,თითქოს მართლა მისგან გამოდიოდა ეს ყოვლის გარდამქმნელი ძალა,ყველას რომ ალამაზებდა,ათამამებდა და ამდიდრებდა.“

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s