ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი


„ეს საცოდავი ადამიანები!

მთელი მათი გული და სული იქითკენაა მიპყრობილი, რომ ცერემონიების ეთიკა იქნას დაცული. ყოველი კაცი იმის ცდაშია, თუნდაც ერთი ცდითაც წინ წასწიოს თავისი სკამი უფროსისაკენ.

სულელებს ის კი არ ესმით, რომ ხშირად იგი, ვინც პირველ სკამზე ზის, პირველ როლს არ თამაშობს.

ხომ ცნობილია, რომ ზოგ მეფეს მისი მინისტრი მართავს და ზოგი მინისტრი თავისი მდივნის ყურმოჭრილი ყმაა.

მაშ ვინღაა პირველი?

მე მგონია ის, რომელიც ერთბაშად განსჭვრეტს ადამიანებს და მათ ძალებსა და ვნებებს საკუთარი გეგმების შესასრულებლად გამოიყენებს.“

„ჰოი, რა საოცარია ბუნება კაცისა, ბუნებას მისთვის ქენჯნის ნიჭი რომ მიუცია!“

„გაუგებრობა და სიზანტე ამ ქვეყანაზე უფრო მეტს სიავეს წარმოშვებენ ხოლმე, ვიდრე ბოროტება და მუხანათობა.“

„ზოგიერთი წოდების ხალხი შორს იჭერს თავს უბრალო ხალხისგან, რადგანაც მათ ეშინიათ დაახლოებით საკუთარი ღირსების შებღალვისა. ხანდახან მათში გამოერევა მკრეხელი და თაკილობს მდაბიო ხალხთან დაახლოებას, რათა ამგვარად თავის უპირატესობას მკაფიოდ გაუსვას ხაზი.“

„ჩვენი მოდგმის მწარე ხვედრია – ვერ გაგიგოს მოყვასმა შენმან.“

„მხოლოდ ბუნებაა უხვი მასალა, ბუნება ჰქმნის დიად ხელოვანს.“

„ვინც შემოქმედის ნორმების მიხედვით იწვრთნება, იგი უგემურსა და მახინჯს არ წარმოშვებს, როგორც კეთილგონიერ სოციალურ ნორმებზე აღზრდილი ადამიანი არასოდეს ბოროტმოქმედი არ იქნება.“

„ქვეშევრდომებსავით ვექცევით იმათ, ვინც ჩვენი სწორია, ვინც ჩვენ ნიმუშად გამოგვადგება კიდეც.“

„ჩვენივე გულია ჩვენი ბედნიერების ფუძე და ზედსაყრდენი.“

„ამქვეყნად იშვიათად ნახავ ისეთ ადამიანს,რომელსაც – ან ჰო, ან არა ჰქონდეს ლოზუნგად – გრძნობები და საქციელები მრავალფეროვან ვარიაცებში გვხვდებიან, როგორც განსხვავებანი თუნდაც კეხიან ცხვირსა და ჩაჭყლეტილ ცხვირს შორის.“

„უცილოდ შლეგია იგი, ვინც სხვისი გულისთვის ფულსა და პატივს გამოეკიდება, მაშინ როცა მას პირადად არც ერთისათვის ცხელა და არც მეორესათვის.“

„რა ბედენაა ეს ქვეყანა უსიყვარულოდ… იგივეა, რაც ჯადოსნური ლიფლიფა უსინათლოდ.“

„უგუნებობა სხვა არაფერია, თუ არა სიზარმაცის ერთი დარგი.ჩვენ უნდა შეგვწევდეს ნებისყოფა – ჩვენივე ბუნება აღვზარდოთ  და დავგეშოთ.“

„როცა ადამიანი შეუძლოთაა, მაშინ იგი სულიერადაც შეწუხებულია.“

„ჩვენ რომ ალალ – მართალი გულის პატრონები ვიყოთ, რომელიც შეიშნობს და შეიტკბობს სიკეთეს, მაშინ ჩვენ შესაძლებელ გულის შეერთებას და მწუხარებას უფრო ადვილად ავიტანდით.“

„ვნებისგან შეპყრობილი ადამიანი გონიერებას კარგავს ხშირად და ასეთ წუთებში იგი უთანაბრდება შეშლილს.“

„ყოველი რჩეული,რომელსაც რამე დიადი და თვალსაჩინეო რამ შეუქმნია, დასაბამიდან იქმნა გაკიცხული, როგორც ლოთი, თუნდაც შეშლილი.“

„თუ მოწადინება სიძლიერეა,დაგაჭარბება რად უნდა იყოს სისუსტე?“

„ადამიანი ყველა ადამიანია და ის მცირედი შეგნება, რომელიც ზოგიერთს მოეპოვება ცოტათი მეტი, ვიდრე მეორეს, რა ბედენაა იმ წუთებში, როცა ვნება აზვავდება და კაცობრიული გრძნობა გულზე მოასქდება ადამიანს.“

„უეჭველია, არაფერი ისე არ ესაჭიროება ადამიანის  გულს, როგორც სიყვარული.“

„ავტორმა პოეტური ნაწარმოები არ უნდა შეაკეთოს მეორე გამოცემის დროს, თუნდაც ეს რემონტი ტექნიკურად კიდევაც აუმჯობესებდეს ქმნილებას.ეს უთუოდ ავნებს ყოველ წიგნს.“

„ნუთუ ეგეც ბედისწერის ჭირვეულობას უნდა მიეწეროს, რომ ხშირად იგივე, რაც ადამიანის ბედნიერების წყაროდ მიჩნეულია, მისივე უბედურების მიზეზიც ხდება?“

„შლეგო,რეგვენო,ეს შენ გჩვევია ყოველი არსის ზერელედ ჭვრეტა,რადგან შენ თვითონ პატარა ხარ და შეზღუდული.“

„ადამიანის ერთი გასეირნებაც ათი ათას მცირე არსებათ ასალმებს ხოლმე წუთისოფელს. ერთი უხეში ნატერფალიც ჭინჭველების მრავალრიცხოვან ბუდეს სამწუხარო სამარედ აქცევს.“

„ხშირად ვგრძნობთ ჩვენივე ნაკლს, და თანაც გვგონია: რაც ჩვენ გვაკლია, ეს სხვას მოეპოვებაო.და ეს სხვა ჩვენივე წარმოდგენით ხდება იდეალური ღირსებებით დაჯილდოებული ადამიანი. არსებითად კი იგი ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია და სხვა არაფერი.“

„ორდენების და ტიტულების ძებნა გაუგონარი მეძაობაა და თავდამცირება.“

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s