ლაფონტენი და XVII საუკუნის მემატიანე


ფრანგი პოეტი და მეიგავე ლა ფონტენის ლიტერატურული შემოქმედებიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იგავთა კრებული, რომელიც 1668 წ. 6 წიგნად გამოიცა. რა არის იგავი? რამ გამოიწვია ლა ფონტენის მიერ იგავის ჟანრის ამორჩევა? რა სურდა მას? ეს ის კითხვებია, რომელზედაც პასუხის გასაცემდა აჟღერებულა XVII ს საფრანგეთისა და ამავე პერიოდში მოღვაწე კლასიკოსთა განხილვა, რათა დავინახოთ თუ რა მიზნები დაისახა ლა ფონტენმა თავისი ლიტერატურული  შემოქმედებისათვის.

XVII ს-ში საფრანგეთი განვითარებს უმაღლეს წერტილს აღწევს. კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობისა და ლუი XIVს გამეფების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა აბსოლუტიზმს. ესაა ხანა, რომლის დროსაც სახელმწიფოს ყოველი სფერო ერთი პიროვნების ხელშია მოქცეული. აბსოლუტიზმი შეეხო ლიტერატურასაც, რდგანაც მან შექმნა ის ნორმატივები და დოგმები, რომელთა შესრულებამაც არსებითი იყო მწერლისა და პოეტისათვის. კერძოდ, ნიკოლა ბუალომ, არისტოტელეს „პოეტიკაზე“ დაყრდნობით შექმნა 3 ერთიანობის კანონი, რაც გულისხმობდა დროის, ადგილისა და მოქმედების ერთიანობას, რაც ძალიან ბევრ უხერხულობას უქმნიდა მათ. კლასიცისტების შემოქმედებაში წინა პლანზე იყო წამოწეული გრძნობისა და მოვალეობის დაპირისპირება. მოვალეობის უპირატესობის წარმოჩენა, რაც დეკარტეს რაციონალურ ფილოსოფიას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც გონება იმარჯვებდა ადამიანურ ვნებებსა და გრძნობებზე. სწორედ ასეთ ლიტერატურულ გარემოში მოღვაწეობდა ლა ფონტენი, რომლის შემოქმედებაც  ნამდვილად ახალი სიტყვა იყო ფრანგულ ლიტერატურაში. მისი მთავარი მიზანი იყო  იგავის ჟანრის  მეშვეობით წარმოეჩინა  XVIIს-ის ფრანგული საზოგადოების მანკიერებანი. იგავი არის ლიტერატურული ჟანრი, რომლის მოქმედი პირები არიან ცხოველები, მცენარეები და მითიური გმირები, რომლებსაც ადამიანური თვისებები აქვთ. იგი არის დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ჟანრი,რომელიც ეფუძნება ალეგორიას, თუმცა სანამ იგავი დამოუკიდებელ ჟანრად ჩამოყალიბდებოდა, მან განვითარების დიდი გზა გაიარა.მისი წარმოჩენა ეზოპედან დაიწყო.

ეზოპე, ნახევრად ლეგენდარული პიროვნებაა. ძველბერძნული მეიგავე, ცხოვრობდა ძვ.წ. VI საუკუნეში. მისი შემოქმედებიდან შემორჩენილია მხოლოდ იგავთა კრებული (426 იგავია). მისი იგავები ათ წიგნად გადაწერა დემეტრე ფალერკიმ. Iს-ში იმპერატორ ავგუსტ ფედრის მოღვაწეობის დროს ეზოპეს იგავებს ლათინური იამბიკური  სალექსო ფორმა მიეცა. ეზოპეს იგავებისადმი ყურადღება გამახვილდა შუა საუკუნეებში. ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში შეიქმნა ეზოპეს კომედიური  სახის ბიოგრაფია, რომელშიც ეზოპე გამოყვანილი იყო ხელიდან ხელში გადამავალ ტყვედ. თუმცა მარტინ ლუთერის  მოღვაწეობის დროს  მან დაამტკიცა, რომ იგავები მხოლოდ ავტორს – ეზოპეს ეკუთვნოდა. ეზოპეს იგავები ითარგმნა და გადამუშავდა სხვადასხვა მწერლის მიერ მსოფლიოს რამდენიმე ენაზე. მისი თაეგმანები ეკუთვნის ლა ფონტენსა და კრილოვსაც.

ლა ფონტენი უარყოფდა კლასიციზმის  ესთეტიკასა და სამი ერთიანობის კანონს. ამგვარად მან საკუთარი  უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად იგავის ჟანრი გამოიყენა, რათა ემხილებინა საზოგადოების მანკიერებანი. იგავი ეხმარებოდა მას შეფარვით აეხადა ფარდა სინამდვილისათვის და ამით თავისი სათქმელი ისე ეთქვა, რომ მის ლიტერატურულ მოღვაწეობას საფრთხე არ შექმნოდა. მისი შემოქმედების უკეთესი გააზრებისათვის  განვიხილოთ მისი რამდენიმე იგავი.

ლა ფონტენის შემოქმედება იმდენად ღირებული იყო, რომ მან ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მისი თანამედროვეებისა (სულხან-საბა) და აგრეთვე მისი მომავალი ლიტერატორთა შემოქმედებაში. ლაფონტენის თანამედროვე იყო ქართველი მეიგავე სულხან-საბა ორბელიანი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიზეზი იმისა, რის გამოც იგავ-არაკი, ეს ჟანრი აირჩიეს, იყო მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსა და საფრანგეთში. მაშინ როცა ევროპაში რევოლუციის შემდეგ ინგლისი წამყვანი ქვეყანა გახდა, იგი ეტალონად იქცა საქართველოსა და საფრანგეთისათვის, ამიტომ ზრუნვამ იმისა რომ, ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, მათ დაიწყეს იგავ-არაკის გამოყენება. ლაფონტენი თავის იგავებში საუბრობდა  XVII ს-ის ადამიანზე, ფრანგზე, თუ როგორი სულდაცემული იყო იგი. მაგალითად იგავში „მელა და ყვავი“ გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი სიამოვნების მიხედვით მოქმედებს, არ ფიქრობს მომავალზე და იმ შედეგებზე, რაც მის გადადგმულ ნაბიჯებს მოჰყვება. ისევე როგორც ყვავმა დაკარგა ის რაც გააჩნდა, ასევე კარგავს ადამიანი, მაშინ როცა დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მოქმედებს. იგავში კი „სოკრატეს შეგონება“ ძალიან კარგად არის ნაჩვენები  XVIIს-ის საზოგადოების დიდი უარყოფითი მხარე, ამ დროს მეგობრობა ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ თამამად შეგვიძლია პარალელები გავავლოთ სულხა-საბასა და ლაფონტენის იგავებს შორის არსებულ თემატიკაზე. სულხან-საბაც ძალზე მტკივნეულად აღიქვამს იმას, რომ ადამიანთა შორის არ არსებობს სრულყოფილი და წმინდა ურთიერთობები. ადამიანები მხოლოდ საკუთარი სურვილებით მოქმედებენ და არ ფიქრობენ თუ რა შედეგის მომტანია მათი საქციელი . მაგალითად, იგავი „აქლემი და ვირის“ მიხედვით ვირი დაუფიქრებლად დაიწყებს ყროყინს და საბოლოოდ ამ დაუფიქრებელი ქმედებით თავს დაიღუპავს, რადგან აქლემისგანაც სამაგიეროს მიიღებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საბას იგავი „მოძღვარი მელი“, სადაც იგივე ოდეაა წარმოჩენილი რაც ლაფონტენის „მელა და ყვავში“.ყვავი აყვა სიამოვნებას, საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა და დაკარგა ყველის ნაჭერი. ასევე ემართება მელსაც, რომელიც ვეღარ შეიკავებს თავს მსუქანი ბატით. ხოლო მეგობრობასა და ზოგადად ადამიანთა ურთიერთობებზე ლაფონტენის მსგავსად ყურადღება გამახვილებული აქვს შემდეგ იგავებში: „ენით დაკოდილი“, „თვალხილული და უსინათლო“ და სხვა. ფარდას ხდის იმ რეალურ ურთიერთობებს რაც იმ დროინდელ საქართველოში იყო.

ეს არის მსგავსება ორი გენიალურ მეიგავეს შორის, რომელთა მოღვაწეობაც ემსახურებოდა ერთ მიზანს, სამშობლოს თანამემაულეთა გამოსწორებასა და დაცვას.

დატოვე კომენტარი