სამკუთხედი


ისპაჰანს, სპარსთა სატახტოში ჩამოწვა ბინდი.
ბრმა მუსიკოსი თარზე ცრემლად ღვრიდა ბაიათს,
ჰაჯი ამინის სასახლეში ყვაოდა შინდი,
თეთრ ჩალმოსანი რუდუნებით წერდა შარიათს.

ოქროს რქაზე კი. განაპირად, სტამბოლთან ახლოს,
ნესტიან სარდაფს ალაგებდა შხვართი ჰურია,
თრიაქს ქაჩავდა იანიჩარი, ჰგვემდა სადახლოს,
დედის ჯილაგით გურჯი იყო, მამით ურია.

მოსკოვი… ყინვა ხეთქავს კრემლში მუხის გალავანს,
სლავთ საჭეთმპყრობელს შეუჭმუხნავს ფიქრისგან შუბლი,
სისხლი სჭირდება იმპერიას, დღიდან დასაბამს,
დიდ ბოიარის სიხარბესაც არა აქვს ზღურბლი.

ნიკოლოზ ჭკუასელი
ვარდობისთვის 8. 2012 წელი ქრისტეშობიდან.

ამ სამკუთხედის შუაგულში იდგა ქართველი,
არა დაღლილი, უდიდესი ძალით და რწმენით,
მტრის ავანსცენას გადასტყორცნა ლახტი დამბვდღვნელი,
ისევ უხმობდა ომის ღმერთი უზანგის რწევით.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s