ჯინსების თაობა


დღეს 26 აპრილია, 12:10.ვზივარ ბიბლიოთეკის სულ ბოლო მაგიდასთან და ერთ საათში ინგლისურის ლექცია მეწყება.ისევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მე გადავცურავ ზღვას…მთელი საღამო გეგაზე, თინაზე, სოსოზე, გიაზე,კახაზე და პატაზე ვფიქრობდი.ვფიქრობდი იმ მახინჯ რეჟიმზე,იმპერიაზე რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა.არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გაყიდული გეგმა გაფრენის შესახებ.

საინტერესოა დღეს როგორ ცხოვრობენ ე.წ. კაგებეშნიკები.ისინი, რომლებმაც შვილის დახვრეტის გამო მშობლებს ტყვიის ფული გადაახდევინეს, ციხეში ჯერ არ დაბადებული ბავშვი მოკლეს და თვითმფრინავში უდანაშულო ხალხი მოკლეს.

სამწუხაროდ დღესაც არსებობენ ისეთები, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრებას ბედნიერად იგონებენ.მისტირიან მატერიალურს, სულიერს კი ივიწყებენ. ვერ ხვდებიან, რომ ეს ის სიმახინჯე, წუმპე იყო, რომელმაც ჩვენ ქვეყნას პროგრესი შეუწყვიტა, განვითარების  ყოველგვარი შანსი მოუსპო, თაობები შეიწირა და მათი ნიჭი ჩაკლა.

მადლობა ღმერთს,რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა თავისუფლად ჩავიცვათ ჯინსები,რომლებსაც აბსოლიტურად ყველა,განურჩევლად ასაკისა,რანგისა თუ პროფესიისა ყველა ატარებს.ეს კი  სწორედ იმ “ჯინსების თობის” დამსახურებაა, რომლებმაც ლეშის გაქრობაში ერთ–ერთი მთავარი მონაწილე გმირები იყვნენ.

გავდივარ ბიბლიოთეკიდან და ლექციისთვის ვემზადები.ვემზადები Mr.GARY–ისთან შესახვედრად.

“ჩვენ  დავშორდით  მხოლოდ  დროს  და  არა  იმ  ქვეყნის  ცნობიერებას, რომელსაც  ბოროტების  იმპერიას  უწოდებდნენ, სადაც  სიკეთე  ისეთი იშვიათობა  იყო, რომ  კოსმოსის  პირველამთვისებელ  ზესახელმწიფოში, ჯინსები ვერ შეკერეს.”

“საფლავის  მიწა  ერთადერთი  საკუთრება იყო,  რაც  ხალხისთვის არ ენანებოდა  საბჭოთა ხელისუფლებას.”

ჯინსების თაობა“გეგა ფეხზე იდგა და მაინც სჯეროდა,რომ ეს არ მოხდებოდა,მიუხედავად იმისა,რომ არ იცოდა,სად მიჯყავდათ,არ იცოდა,რომ დერეფნის ბოლოს იყო ოთახი,სადაც მას თავისი განაჩენი ელოდა.იმ დერეფნის გავლისას კი გეგას სიმღერის ხმა შემოესმა სადღაც შორიდან,სადღაც ზევიდან,მაგრამ იფიქრა,რომ მოეჩვენა და ოდნავ,სულ ოდნავ გაეღიმა კიდეც.ერთი სართულით ზევით კი პატიმარი ქალები მართლა მღეროდნენ,იდგნენ ძალიან ახლოს ჩაკეტილი საკნის სარკმელთან და ხმამაღლა,ტირილით მღეროდნენ.მათი ხმა,გეგასაგაც განსხვავებით,კარგად ესმოდა დიმა ლორთქიფანიძეს,რომელიც გამატებით ურტყამდა თავისი საკნის კარს დასისხლიანებულ მუშტს და მთელი ციხის გასაგონად ყვიროდა…”

ჯინსების თაობა

“გეგა დერეფნის ბოლოს მიუახლოვდა,მთელი ციხე უკვე ისე გუგუნებდა,რომ გეგას გამცილებელმა ზედამხედველებმა საკმაოდ შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.შეიძლება აჩქარების ბრალი იყო ან საბჭოთა იმპერიაში,მართლაც რაღაც ლფებოდა,რადგან იმ ოთახში შეყვანისთანავე,ჯალათმა,რომელიც გეგას ელოდებოდა,ინსტრუქციის თანახმად,უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილსმ,მაგრამ ტყვია არ გავარდა.პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მოულოდნელი იყო,რომ იგი დაიბნა და აღელდა კიდეც.გეგა კი,საიანღაც მოგონილი სიმშვიდით,ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე და ღიმილით უთხრა:
–ადრე ხალხის დახოცვა მიანც შეგეძლოთ,ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
–მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა…”

ჯინსების თაობა

ჯინსების თაობა

“თუ ადამიანი  თუნდაც სხვების დასანახად მივა ეკლესიაში, მაინც უკეთსია, რადგან იქ უფრო მეტი დრო ექნება იმისათვის, რომ სიყვარულზე, ღმერთსა და ჭეშმარიტებაზე იფიქროს.”

ჯინსების თაობა

“კეთილგონიერება.სხვა ენაზე ასეთი ზუსტი სიტყვა შეიძლება არც არსებობდეს, როცა ადამიანის გონი და სული ერთად წარმართავენმის ქმედებას.”

“მათ სხვისი სპექტაკლები ეზიზღებათ, მხოლოდ თვიანთი დადგმული სპექტაკლები უყავართ.”

“–მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?

 –იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია…”

“მოძღვარი ადამიანია, ვინც მეორე ადამიანს ეხმარება ჭეშმარიტების ძიებაში.”

“იქ სადაც ადამიანის სიკვდილი 14 მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა “

ჯინსების თაობა