სონეტი XXII


სარკე მატყუებს…. ჩემს სიბერეს მე ვერ ვიჯერებ,
შენს სიყმაწვილეს რადგან ვანდობ მე ჯერ იმედებს
და მხოლოდ მაშინ, შენც ცხოვრებით გულს რომ იჯერებ,
წუთისოფელი სიბერისთვის მეც გამიმეტებს.

შენს სულს და სხეულს საამქვეყნო რაც რამ ებადა,
რა მშვენებასაც აფრქვევს მთელი შენი იერი,
რა გრძნობაც შენში იბადება, ჩემიც ხდება და
როგორ ვიქნები, აბა მითხარ, შენზე ხნიერი?!

მაშ, ფრთხილად იყავ, გევედრები, ჩემო იმედო,
მე მომაბარე ის სურვილი, რაც შენ გწადია,
მეც ხომ ის მსურდა, რომ შენს მკერდზე თავი მიმედო….
რომ შენს პატარა გულს ვეფერო, როგორც გადია.

შენც გამიფრთხილდი, სხვა გზა აღარც შენ დაგრჩენია,
თუ გული ერთხელ მე მაჩუქე, მხოლოდ ჩემია..

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s