სონეტი XX


თუმცა ბუნებამ მოგიხატა სახე ქალივით,
ქალბატონივით მიმზერ თუმცა, ჩემო ბატონო,
მაინც არ მჯერა, რომ გწადია ნაქურდალივით
ანდა ქალური ცბიერებით დამეპატრონო.

თუმცა სიცოცხლე შენში ყველა თვისებას ატევს,
მდედრივით მაინც არ გიელავს თვალში ცდუნება,
კაცს შენი მზერა მამაკაცურ საფიქრალს მატებს,
ქალებს კი სულზე სიყვარულით ესალბუნება.

მიტომაც ვფიქრობ, რომ პირველად ჩაგსახეს ქალად,
მაგრამ ბუნებას თვით გაუჩნდა გრძნობა ცბიერი,
და ის შეგმატა, რამაც ჩემგან გაგყარა ძალად
და შეუცნობლად შეგიცვალა მთელი იერი.

რადგან ასეა, შენს სიყვარულს ფლობდნენ ქალები,
მე კი, ბუნების ცოდვით შექმნილს, გეთაყვანები..

დატოვე კომენტარი