სონეტი XIX


დროო მტარვალო, ლომის კლანჭებს ნუ ლესავ რისხვით,
ჩვენ უშენოდაც ვერ ავცდებით მტაცებლის კბილებს:
ფენიქსსაც დაწვა უწერია თავისი სისხლით
და მიწის ლუკმად გადაქცევა მიწიერ შვილებს.

რაც გსურს, დამართე დღეს და ღამეს, ბნელსა თუ ნათელს,
შენი ნებაა – რა მოსპო და სად რა ამრავლო,
შენ წუთისოფლად ბატონობას არავინ გართმევს,
ოღონდ ეს ერთი მე მაჩუქე, დროო ფრთამალო! –

ოღონდ ჩემს სატრფოს ნუ დაამჩნევ წელთა მრავლობას,
შენ მის სახესთან შეაყოვნე ოღონდ დინება,
რომ შენს ქროლაში შეენახოს შთამომავლობას
მარადიული სილამაზის გამოვლინება.

და თუ წაგძლიეს მისკენ მაინც ავმა ფიქრებმა,
ის ჩემს ლექსებში ახალგაზრდა მარად იქნება..

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s