გერონტი ქიქოძე


გერონტი ქიქოძე დაიბადა 1885 წლის 4 სექტემბერს მახარაძის, ახლანდელი ოზურგეთის, რაიონში სოფელ ბახვში. ის იყო მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურადმცოდნე.
გერონტი ქიქოძე სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1903 წლიდან სწავლა გააგრძელა ევროპაში, ჯერ ლაიფციგში, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1912 წელს. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს გაზეთ ”მოგზაურში”. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან.
გერონტი ქიქოძე გამოირჩეოდა დიდი გემოვნებით, უზადო ქართულით დაწერილი სტატიებითა და ესეებით. ის იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ქართული და უცხოური მწერლობის ფილოსოფიის, ესთეტიკისა და ეთიკის საკითხების საოცარი მცოდნე.
ოციან წლებში გერონტი ქიქოძე უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლური ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს.
1927-1928 წელსიყო ლიტერატურული დაჯგუფების ”არიფიონის” ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის ”არიფიონის” თანაავტორიც იყო.
ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი ”ტრისტანი და იზოლდა”, ”წითელი და შავი”. ”იტალიური ქრონიკები”, ”შაგრენის ტყავი”, პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.
გერონტი ქიქოძე ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.
გერონტი ქიქოძე გარდაიცვალა 1960 წლის 1 აგვისტოს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s