„ზედმეტი ადამიანის“ პრობლემა გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებაში“


მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უშესანიშნავესი მოვლენაა იოჰან ვოლფგანგ გოეთე. მის სახელს უკავშირდება ახალი პერიოდის გერმანული კულტურის, სალიტერატურო ენის აღმავლობა. გოეთენ ეპოქა შექმნა არა მარტო გერმანულ, არამედ მთელი დასავლეთის ლიტერატურაში. გოეთე ეყრდნობა განათლების საუკუნის მოწინავე აზრის მიღწევებს, ავითარებს მათ და თვითონაც ხდება განმანათლებელი.

გოეთეს მსოფლმხედველობისა და შემოქმედების განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლიური ქვეყნის ამბებს, იმ დროის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას. გოეთეს დროს გერმანია იყო ფეოდალურ-დესპოტური ქვეყანა, სადაც ადამიანთა ელემენტარული უფლებებიც კი ირღვეოდა, რადგან ისინი აღვირახსნილი ფეოდალების კაპრიზებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

გოეთეს შემოქმედების განვითარებაში ასევე დიდი როლი შეასრულა ე.წ „ქარიშხლისა და შეტევის“ ლიტარატურულმა დაჯგუფებამ, რომლის მეთაურიც მალე გახდა გოეთე. ლიტერატურაში „შტურმები“ მოითხოვდნენ  ბუნებრიობის პრინციპის დამკვიდრებას. მათ არ სურდათ მიებაძათ ფრანგული და ინგლისური პოეზიისადმი. ისინი მოითხოვდნენ ეროვნული, თვითმყოფადი ლიტერატურის და ხელოვნების შექმნას, ლიტერატურის სფეროდან სქემებისა და წესების განდევნას.

როგორც ვხედავთ, „ქარიშხლისა და შეტევის“ ლიტერატურული მოძრაობა ანალოგიურია ინგლისური განმანათლებლობის სენტიმენტალური ლიტერატურისა და ფრანგული განმანათლებლობის რუსოიზმად წოდებული მწერლობისა. ხანშიშესული გოეთე „შტურმერთა“ მოძრაობას ლიტერატურულ რევოლუციას უწოდებდა. თუმცა უნდა აღინიშნოს , რომ „შტურმერთა“  იდეალები  განუხორციელებელ ოცნებად დარჩა.

მხატვრული ლიტერატურის დარგში გოეთე შემოდის როგორც დიდი ნოვატორი, და არა როგორც მხოლოდ დრამატურგი, არამედ, ეპიკოსი ან და რომანისტი, არამედ როგორც ლირიკოსი. აღსანიშნავია, სწორედ მისი  ლირიკული რომანი „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“, რომელიც ეპისტოლარული ფორმითაა დაწერილი. „ვერთერმა“ მსოფლიოში  ისეთი ფურორი  გამოიწვია, რაც ძალიან იშვიათად ხვდომია წილად რომელიმე წიგნს.

„ვერტერის“ გამოქვეყნებისთანავე დაიწყო დავა: მტირალა ნერვისტია ვერტერი თუ პროტესტანტი და მემბოხე. ვერტერის მხატვრული სახის გააზრებისათვის უნდა ითქვას, რომ იგი ზოგადი სახეა გერმანიის საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც შეტრფოდა თავისუფლებასა და სამართლიანობას, მაგრამ იკეტებოდა მხოლოდ წარმოსახვისა და ილუზიების სფეროში და ამ იდეალების პრაქტიკულად განხორციელებისათვის კი თავს მოწოდებულად არ თვლიდა.

ვერტერი  არაა ნაზი არსება, თუმცა კი მის პიროვნებაში გადამწყვეტ როლს გრძნობა ასრულებს. აღსანიშნავია, ვერტერის დამოკიდებულება ლოტესადმი. იგი უდიდეს სიყვარულსა და ყურადღებას იჩენს სატრფოს მიმართ. მის სასიყვარულო სამკაულად სწორედ ეს დიდი გრძნობა შეიძლება ჩაითვალოს.

ვერტერი ვერ ეგუება იმ სამყაროს, რომელშიც უწევს ცხოვრება. თითქოს არც რეალობა ითვისებს მას. ვერთერი გრძნობს „ზედმეტ კაცობას“. ის ერთგან წერს: „დიახ, მე მგზავრი ვარ მხოლოდ, ამ ქვეყანაზე საყარიბოდ შემოხიზნული“. ეს „ზედმეტი კაცობა“ კარგად ჩანს ვერტერისა და ელჩის კონფლიქტშიც. დიახ, ვერთერი ხვდება, რომ „ზედმეტია“ ამ „საოცარი მარიონეტების თამაშში“, რადგან როდესაც მის მეზობელს ხელს სტაცებს და ადამიანი ჰგონია „ ხის ხელი შერჩება ხელში და გულარეული უკან იხევს“.სამწუხაროდ, ვერტერი „ზედმეტი“ აღმოჩნდა ლოტესთანაც. ეს იმიტომ, რომ იგი სიყვარულის საქმეებშიაც წააწყდება სოციალური ხასიათის წინააღმდეგობას, გაბატონებულ ტრადიციას და ცრურწმენებს.

ვერტერი გმობს ტიტულებისა და დაწინაურებისათვის ბრძოლას. იგი ამბობს: „ მე მეუცხოება ადამიანთა მოდგმა.“ ვერტერი აღშფოთებულია თანადროული არისტოკრატიის უსაფუძვლო ყოყლოჩინობითა და მანეკენური მანერებით.

შეიძლება ითქვას, ვერტერი რევოლუციონერია თავის სოციალურ წრეში, და უფრო მეტიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგი ზედმეტი კაცია თანადროული სახელმწიფოსა და საზოგადოების წიაღში.

განხეთქილება თავის დროსთან, თავის წრესთან და გარემოსთან – ეს არის უპირველესი საბაბი და მიზეზი ვერტერის ტრაგიკული განწყობილებისა. სწორედ ამ თვალსაზრისით ხდება იგი პრერომანტიკული გმირი. ეს ვერტერის სულიერი სამყაროს სისუსტე კი არაა, არამედ ასახავს იმ მწარე რეალობას, რაც იმდროინდელ გერმანიაში არსებობდა. ასევე უნდა ითქვას, რომ მის სასოწარკვეთას, ილუზიების კრახს საფუძვლად უდევს არა ადამიანთა სიძულვილი, არამედ მათდამი ღრმა თანაგრძნობა, ჰუმანიზმი. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანი უყვარს და ვერ ნახულობს რეალურ  გზას მისი ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, მისცემია ვერტერი სასოწრკვეთას, პესიმიზმსა და მელანქოლიას.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ვერტერში ძალუმად იჩინა თავი გოეთეს დემოკრატიულმა, ანტიფეოდალურმა განწყობილებებმა.აქ მწერალი რეალურ ფერებში ხატავს ღრმა წინააღმდეგობას იდეალსა და სინამდვილეს შორის. „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ეპოქის უტყუარ სახედ.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s