სონეტი XVIII


სულაც არ მინდა მინდა შეგადარო მაისის ვარდებს,
ხანმოკლე ზაფხულს სულაც არ ჰგავს შენი მშვენება,
შენს სილამაზეს მათზე მეტი წყალობა გასდევს,
რადგან არასდროს უწერია გადაშენება.

შენ არც მზეს ჰგავხარ, ტატნობზე რომ ზოგჯერ ბრწყინდება,
ზოგჯერ კი ღრუბლით რომ ინისლავს თავის მზეობას;
თვისი სიკეთე ბუნებასაც ზოგჯერ სწყინდება
და მისცემია შეუცნობელ მონაცვლეობას.

შენს ზაფხულთან კი დრო ვერ მოვა ავი ზრახვებით,
ვერ შემოგისევს დავიწყების ქორონიკონებს,
სიკვდილის აჩრდილს ჩვენ ამ ლექსით ერთად დავხვდებით,
როდესაც მასში დაიმკვიდრებ უკვდავ სტრიქონებს.

და სანამ ქვეყნად იარსებებს გული და თვალი,
შენ სულ იცოცხლებ, რადგან ლექსში დატოვე კვალი..

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s