ოჰ, ეს ხალხი!.. რაც უფრო მეტს ფიქრობ სხვების შენდამი დამოკიდებულებაზე და ქცევებზე მით უფრო მეტად გეშლება ნერვები. იმ დასკვნამდე მიდიხარ რომ ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებ, ეძებ მიზეზს, ისეთი რა გააკეთე რომ ის ადამიანები ასე უცნაურად გეპყრობიან. ბოლოს იღლები ამდენი „ტვინის ჭყლეტვით“, ხელს ჩაიქნევ, ან სულ სხვა რამ გაგახსენდება და ეს ამდენი ფიქრი სულ წყალში გეყრება… არადა შეგიძლია გაყვე და მიზეზსაც მიაგნო…
იცით რა მაინტერესებს? თუ ადამიანი სულ იღიმის, სულ მხიარულია, ვერ ხედავ მოწყენილს და დაგრუზულს, ლაღი და თავისუფალია, თითქოს სულ სადღაც დაფრინავს, რატომ ცდილობთ „ფრთები“ მოტეხოთ და ძირს დაანარცხოთ… რატომ გგონიათ რომ ისინი რეალობას არიან მოწყვეტილნი და „ვერასოდეს გაიზრდებიან“ ??? არ მესმის მხიარულ და ბავშვურ ადამიანებს სერიოზულად რატომ არ აღიქვამენ… სინამდვილეში მათ სხვებზე უკეთ ესმით ამ ცხოვრების ცუდი და კარგი მხარე, სხვებზე გაცილებით ნაკლებს ოცნებობენ… კმაყოფილდებიან იმით რაც აქვთ, ტკბებიან ცხოვრების პატარა სასწაულებით (რასაც სხვები შეიძლება ვერც ამჩნევენ), არ გააჩნიათ ამბიციები და პრეტენზიები… მინუსი ის აქვთ, რომ ყოველი „გადაბრუნებული“ სიტყვა გულთან მიაქვთ და ძალიან ადვილად შეიძლება მათი წყენინება. არ გაგრძნობინებენ რომ გული ატკინეთ, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ „ისტერიკების მოწყობა“ არ ჩვევიათ …
სხვათაშორის, უცხო ქვეყნებში (რამდენადაც მე ვიცი) ყველაზე მეტად სწორედ მხიარულ, გულწრფელ ადამიანებს აფასებენ, აქ კი ყველა რატომღაც მათ „მოტეხვას“ ცდილობს… რას ერჩით.? წესით ხომ პირიქით უნდა იყოს… მე პირადად მირჩევნია ისეთ ადამიანებთან მქონდეს ურთიერთობა ვინც იღიმის, გულახდილია, არაფერი აქვს დასამალი, არ ტყუის და არ თამაშობს, ვიდრე მათთან, რომლებსაც თავი „ძალიან სერიოზულ“, უკვე ჩამოყალიბებულ ადამინებად მოაქვთ, სულ წუწუნებენ, პრეტენზიები აქვთ და დეპრესიულებიც არიან „დღეგამოშვებით“… ვერ წარმომიდგენია ახალგაზრდა ადამიანს რა შეიძლება ჰქონდეს საწუწუნო, დასაგრუზი (ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების გარდა), ისეთი რა პრობლემა უნდა გქონდეს რომ ცხვირი ჩამოუშვა და „აღრენილმა“ იარო…. დარწმუნებული ვარ ისინი, რომლენიც მეტს იღიმიან გაცილებით ბედნიერი ცხოვრება ელით წინ, ვიდრე ცხვირჩამოშვებულებს და მუდოებს.
როგორც ხედავთ, ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე… იმდენი ვეძებე ვის მიუძღვის ლომის წილი გაციებულ ან ძალით გამთბარ ურთიერთობებში რომ როგორც იქნა მივაგენი გასაღებს…
„პრობლემა ეძებეთ თქვენში, როდესაც მუდამ მოცინარ ადამიანთან საერთოს ვერ პოულობთ და არა მათში!“

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s