გიორგობას გილოცავთ


23 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.დიდმოწამე მესამე საუკუნის დასაწყისში კაბადაოკიაში დაიბადა. იგი სრულიად ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გამწესდა, სადაც მალე წარმატებას მიაღწია და რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ყურადღებაც მიიპყრო, რის შემდეგაც წმინდანი სამეფო კარზე დააწინაურეს. როდესაც იმპერატორმა ქრისტიანების დევნის გადაწყვეტილება მიიღო, კაბადოკიელმა წმინდანმა ყოველგვარი პატივი და დიდება უარყო, დიოკლიტიანეს ქმედებას წინ აღუდგა, რასაც იმპერატორის მიერ წმინდა გიორგის დატყვევება მოჰყვა.
დიდმოწამემ ხანგრძლივ წამებას გაუძლო. იგი გაამათრახეს, ხმლით დაჭრეს და ბორბალზეც გააკრეს, მაგრამ მას ჭრილობები სასწაულებრივად უხორცდებოდა. წმინდა გიორგი 305 წელს მოწამეობრივად აღესრულა, მას თავი მოჰკვეთეს. დიდმოწამის თავისკვეთის დღე 6 მაისს აღინიშნება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s