ტერენტი გრანელი (კვირკველია) (1897-1934)


ტერენტი გრანელი დაიბადა წალენჯიხაში. სწავლობდა სოფლის სკოლაში, რომელიც ხელმოკლეობის გამო ვერ დაამთავრა. ცოდნას იძენდა თვითგანვითარების გზით. „წალენჯიხელის“ ფსევდონომით ბეჭდავდა  პუბლიცისტურ წერილებს „სახალხო საქმესა“ და „ახალ ნაკადში“. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1919 წ. ამავე წელს „გრანელის“ ფსევდონიმით გამოსცა ერთდროული ლიტერატურული გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის საქმე“. 1920-21 წლებში გამოვიდა მისი ორი წიგნაკი – „პანაშვიდები“ (გობრონ აგარელთან ერთად) და „სამგლოვიარო ხაზები“. 1922 წ. დასტამბა ლექსების კრებული „სულიდან საფლავები“, რომელმაც ახალგაზრდა პოეტს აღიარება მოუტანა. ამას მოჰყვა „მომენტო მორი“ და უკანასკნელი წიგნი „ლექსები“. აქვს რამდენიმე მინიატურა. 1924 წელს მას მიუძღვნეს გაზეთის საგანგებო ნომერი „ტერენტი გრანელი“. გარდაიცვალა 1934 წ. დაასაფლავეს თბილისში პეტრე-პავლე სასაფლაოზე, ხოლო 1987 წელს გადმოასვენეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s