გალაკტიონ ტაბიძე


გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი), მასწავლებლის ოჯახში. ის გახლდათ საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1908 წლიდან – თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1910-11 წლებში მასწავლაბლობდა. 1912 წ. ქუთაისში დასახლდა. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ქუთაისისა და თბილისის ჟურნალ-გაზეთებში. 1917-18 წლებში მოსკოვსა და პეტროგრადშია. 1918 წლიდან თბილისში დამკვიდრდა. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. იყო ჟურნალ „მნათობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. 1935 წ. მონაწილეოდა პარიზის ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონმა პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1908 წ. ჟურნალ „ჩვენს კვალსა“ და გაზეთ „ამირანში“. 1914 წ. გამოსცა კრებული „ლექსები“, 1919 წ. კი „არტისტული ყვავილები“, რომლებმაც დიდი აღიარება მოუტანეს.

გალაკტიონს წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება – იგი სიცოცხლეშივე შერაცხეს პოეტების მეფედ.

გალაკტიონი უაღრესად ტრაგიკული პოეტი იყო. მისი გარეგნული სიმშვიდე უსაზომო წუხილსა და უბედურებას – საზოგადოებრივსა თუ პირადულს ფარავდა.

1959 წელი სამგლოვიარო წელი იყო ქართველი ხალხისათვის. ამ წელს არსებული რეჟიმისადმი პროტესტის ნიშნად გალაკტიონმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე – ვაკეში მდებარე სამთავრობო საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტა. იგი მთაწმინდაზე განისვენებს.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s