სონეტი X


ნუ დაიკვეხნი, რომ გიყვარდა ქვეყნად მავანი,
შენ სხვა გეტრფოდა, სხვის სიყვარულს ფლობდი სულ თავად…
ვშიშობ, შერცხვენილს დაგემხობა ცა და თავანი,
რადგან სიყვარულს მოევლინე სულთამხუთავად.

შენ საკუთარ თავს, ვით მოსისხლე, დაუხვდი მტერი,
შენი არსების ამოძირკვა თავად გენება,
ჩამოგენგრევა, ალბათ, თავზე იმ ტაძრის ჭერი,
რაც წინაპრებმა დაგიტოვეს დასამშვენებლად.

გთხოვ შეიცვალო შენ განზრახვა მარტოობისა,
რომ მეც სიკეთე ჩავაქსოვო ლექსის სტრიქონებს,
იყავ მოსურნე დაბადების, შექმნის, შობისა…
რაც შენს ხსენებას გადააწვდენს ქორონიკონებს.

შენს არსებაში სხვა არსების ეძიე კვალი
და შენც შეავლე ახლადშობილ სიტურფეს თვალი.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s