სტეფან ცვაიგი


შტეფან ცვაიგი 1881 წლის 28 ნოემბერს საიბადა ქალაქ ვენაში,მორიც ცვაიგის ოჯახში,რომელიც ქსოვილების მანუფაქტურას ფლობდა.ცვაიგი ბევრსარაფერც ყვებოდა საკუთარ ბავშვობაზე,მხოლოდ იმას აღნიშნავდა,რომ მისი ბავშვობა ისეთივე იყო,როგორც XX  საუკუნის მიჯნაზე მცხოვრები ათასობით ებრაელის.

1900 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ,ცვაიგმა ვენის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.სწავლის პერიოდშივე გამოსცა თავისი ლექსების კრებული საკუთარი ხარჯით.უნივერსიტეტის დამთავრების და დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ლონდონსა და პარიზში,პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შვეიცარიაში ცხოვრობდა.

ერთ-ერთ მუსიკალურ საღამოზე, 1908 წლის ზაფხულში,26 წლის სტეფან ცვაიგი თავის თანატოლ ფრიდერიკა მარია ფონ ვინტერნიცს შეხვდა,მომხიბვლელ გათხოვილ ქალს.მეორე შეხვედრის დორს ფრიდერიკამ უკვე იცოდა,რომ ეს უცნობი,მას ასე ძალიან რომ მოეწონა,ახალგაზრდა მწერალი იყო.მალე მიმოწერა დაიწყეს,მერე – შეხვედრებიც.ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ ფრიდერიკამ ქმართან განქორწინებას მიაღწია და ცვაიგის ცოლი გახდა.ეს იყო ორი შემოქმედი ადამიანის ბედნიერი ქორწინება და კავშირი.25 წელი ცვაიგი და ფრიდერიკა,პრაქტიკულად,არ დაცილებიან ერთმანეთს,ხოლო თუ რამენიმე დღით მაინც შორდებოდნენ,აუცილებლად უნაზეს წერილებს სწერდნენ ერთმანეთს…

1931 წლის მაისში 50 წლის ცვაიგი საშინელ დეპრესიაში ჩავარდა.ფრიდერიკამ შინ მოიწვია სტეფანისთვის მემანქანე და მდივანი.26 წლის პოლონელი ებრაელი შარლოტა ალტმანი,მოკრძალებული,მორცხვი და თანაც ულამაზო,რომელსაც ფრიდერიკა არანაირად არ განიხილავდა მეტოქედ,მაგრამ 1937 წელს სტეფან ცვაიგმა შარლოტა ალტმანზე იქორწინა და წყვილი 1942 წელს ბრაზილიაში გადავიდა საცხოვრებლად.იქ,საყვარელი ევროპისაგან და მეგობრებისგან შორს მყოფი ცვაიგი საბოლოოდ გატყდა.

1942 წლის 22 თებერვალის საღამოს სტეფანი და შარლოტა ცხოვრებას ნებაყოფლობით გამოემშვიდობნენ – ვერონალის დიდი დოზა მიიღეს.დილას სამუდამოდ დაძინებულნი იპოვეს,საწერ მაგიდაზე კი გამოსამშვიდობებელი წერილები იდო…ცვაიგი რიო-დე-ჟანეიროში დაკრძალეს.

One thought on “სტეფან ცვაიგი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s